საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82220

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში გამართული წარმოდგენის „შურისძიება“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში წარმოადგინეს ივანე გიგოშვილის ახალი დრამა „შურისძიება“ გ. გაბინაშვილის, ღოღაძის, ალ. გოგაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 აპრილს ბარბარე ხოსიტაშვილის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიების შესახებ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ხაშურში თამარობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ეკატერინე ყიფშიძემ წაიკითხა რეფერატი „ორიოდე სიტყვა თამარის დროის და თანამედროვე სქესთა დამოკიდებულებაზე“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაურს სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაურს ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაური I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ანრი ბერნშტეინის პიესა „ურიის სისხლი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 24 იანვარს თომა ხოშტარიამ ჯვარი დაიწერა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 15, 16 და 17 მაისს საქართველოს საეკლესიო ისტორიკოსის მიხეილ საბინინის მოსახსენებლად გადაიხადეს პანაშვიდი კახეთში შუამთისა და წმინდა გიორგის მონასტერებში.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს თომა ხოშტარია სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურებას იწყებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცელიდან" ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამართულ არჩევნებში გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე და წევრად ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს, I მსოფლიო ომში, ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაური მოკლეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს „Труды об. сель. хоз.“-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „Культура роса в Закавкаском округе“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას გამოუქვეყნებია ნაშრომი „Драгоценные камни, их названия и своиства“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მის მიერ გამოქვეყნებულ „Драгоценные камни, их названия и своиства“-ზე ნიკო მარს გამოუთქვამს მოსაზრება.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი „ქართული ლეგენდები“ დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოში“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში თავისი „ნაშრომის“ სამ წიგნად გამოცემის შესახებ წერს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ეკუთვნის ნაშრომი „История осетинского народа“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური 1915 წლის 17 აპრილს გორში გარდაიცვალა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების პერიოდში დუტუ მეგრელი ავად გახდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი ისევ ოდესაში დაბრუნდა.