რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის დეკემბრიდან თბილისში რუსულ ენაზე ყოველკვირეული სალიტერატურო გაზეთი „ფიგარო“ გამოდიოდა, გაზეთის რედაქტორი ნიკოლოზ მიწიშვილი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თედ. ხუხუნაიშვილის წერილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე რაიონის კოლექტივის წევრთა კრების შესახებ. კრებამ კოლექტივის მდივნის თანამდებობაზე ერთი თვის სტაჟით მიიწვია ვენ. ჯორბენაძე და დააკმაყოფილა სურმავას განცხადება პარტიის წევრად მიღების შესახებ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N9 ბრძანების მიხედვით, 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე გადაწყდა წიგნის გამოსვლა, რომელშიც შევიდოდა შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიეს, ხოსე მარია ერედიას, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, ჟიულ ლაფორგის, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ლოტრეამონის, პოლ კლოდელის, ფრანსის ჟამესის ნაწარმოებები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივლისს მუშათა სასახლეში გაიმართა პარიკმახერთა 1-ლი ივლისის კრების გაგრძელება. აირჩიეს გამგეობა შვიდი წევრის შემადგენლობით: ფიცხელაური, ბუჯიაშვილი, ბერუაშვილი, ჩიტიშვილი, ვახტანგიშვილი, ასტვაცატუროვი, ფირუმიანცი. სარევიზო კომისიაში – ლევ. ქანთარია, ლორია, მანევიჩი; კავშირთა საბჭოში – ქანთარია; 8 ივლისს გაიმართა გამგეობის პირველი სხდომა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველი სამსახურის ჩათვლით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს, დილის 10 სთ-ზე ბათუმში კონსტანტინეპოლიდან ინგლისის ესკადის ადმირალი ხოპი ჩამოვიდა. ინგლისის საზღვაო სარდლობის წარმომადგენელს მიეგება საპატიო ყარაული პოლკ. გეგელაშვილის, განსაკუთრებული კომისრის თანაშემწის გენ. ერისთავის და ინგლისში დანიშნული საქართველოს წარმომადგენლის, დ. ღამბაშიძის მეთაურობით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში „მშრომელთა სოციალური დახმარების შესახებ“ გამგეობის პრეზიდიუმი მოქალაქეებს სთხოვს, შეწირულობა არ გადასცენ ისეთ პირებს, რომელთაც არ ექნებათ გამგეობისგან ხელმოსაწერი ფურცელი საზოგადოების ბეჭდით, თავმჯდომარის, ათაბეგოვ-ტუმასისა და მდივნის, დრაევსკაიას ხელმოწერით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნდა ყარაიაზის მამულის გამგე კიკნაძის განცხადება, რომ ფაეტონში დარჩა პორტფელი საბუთებით და მპოვნელს სთხოვს, გადასცეს სახელმწიფო მამულების განყოფილების გამგე მიხაილ ახალაძეს. ის მპოვნელს ჯილდოდ 1000 მანეთს ჰპირდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივლისში მიწათმოქმედების სამინისტრომ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან მდ. ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ. მას მიზნად აქვს ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებში, სადაც სჭირდებათ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 21 ივლისს სასამართლოში გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეების გარჩევა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძეს და ალექსანდრე აზნაუროვს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები კი – დამნაშავედ სცნეს. პორუჩიკ საზონ კონდრატის ძე ჩაჩიბაიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ სურამის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ს. კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ლუარსაბ მურვანიშვილს, რომელმაც 26 მაისს გამართულ სადღესასწაულო საღამოზე სასწავლებელს შესწირა 1000 მან.