საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86437

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში კავკასიის ფრონტის სარდალმა სერგო ორჯონიკიძემ კიაზიმ ყარაბექირს ყარსში მყოფი მოკავშირე ოფიცრის მეშვეობით შეატყობინა, რომ ბათუმს თურქებს არ დაუთმობდნენ, რომ ეს საკითხი მოსკოვის კონფერენციაზე განიხილებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში მაიორი პეტრე ივანეს ძე ქარუმიძე და მისი ძმები, ოფიცრები ლადო და დავითი, ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ბოლო დღეებში, გიორგი მაზნიაშვილს, როგორც მაღალი სამხედრო თანამდებობის პირს, მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, მაგრამ ის სამშობლოში დარჩა და ბათუმის შესანარჩუნებლად იბრძოლა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში სერგო ორჯონიკიძემ დიმიტრი ჟლობას ბათუმის სასწრაფოდ დაკავება უბრძანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში აჰმედ მუჰთარ ბეიმ გენშტაბს ბათუმის სრული ოკუპაცია დაავალა, სანამ ამას ბოლშევიკები გააკეთებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში რევკომის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქიაზიმ ბეისთან. მათ სურდათ, რომ ბათუმი უბრძოლველად დაებრუნებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, როდესაც დამარცხებულმა კიაზიმ ბეიმ ჯართან ერთად ბათუმის დატოვება გადაწყვიტა, ჯარისკაცებისთვის საგზლად ერთი დღის სამყოფი პური ითხოვა. გიორგი მაზნიაშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ცხადი გახდა, რომ თურქეთს აჭარის მისაკუთრება სურდა, ნოე ჟორდანიამ ბოლშევიკებთან დაზავება გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში იოსებ ჯუღაშვილმა სერგო ორჯონიკიძეს მითითება მისცა, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო  თურქებთან შეტაკება თავიდან აერიდებინათ.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში ნოე ჟორდანიას მთავრობამ ბოლშევიკები ციხიდან გაათავისუფლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლონდონში ბექირ სამი ბეისთან საუბარში ჯორჯ კერზონმა აღნიშნა, რომ აკაკი ჩხენკელი კავკასიური კონფედერაციის მომხრე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლონდონში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა ჯორჯ კერზონს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აცნობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმში შესულმა თალათ ბეიმ ბათუმის ციხის კომენდანტ ი. ფურცელაძეს 5-პუნქტიანი მოთხოვნები გააცნო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში ჯორჯ კერზონმა ინგლისის წარმომადგენელ სტოკს მისწერა, სთხოვა, ბათუმში არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ინგლისის წარმომადგენელი სტოკი ბათუმში იმყოფებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში დიმიტრი ჟლობას კავალერია გოდერძის უღელტეხილით შევიდა ბათუმში, ხოლო მე-11 არმიის ძირითადი ნაწილები – ლიხის ქედით.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ თენგიზ ჟღენტი ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში იოსებ ასლანიშვილი ქართული ჯარის ექიმი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში სტოკმა ბათუმიდან ლონდონში ჯორჯ კერზონს მისწერა, რომ ბოლშევიკების შესაჩერებლად კავკასიური კონფედერაციის შექმნა იყო საჭირო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლენინის მითითებით საქართველოს რევკომმა ნოე ჟორდანიასთან ბათუმში საგანგებო დელეგაცია გაგზავნა და მას საქართველოში დარჩენა შესთავაზა. ნოე ჟორდანიამ დელეგატების წინადადება არ მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში XI არმიის სარდალმა დიმიტრი ჟლობას მე-18 დივიზიას დაავალა, ბათუმი დაეკავებინათ, სანამ იქ თურქი ასკერები შეაღწევდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში გრიგოლ ლორთქიფანიძის დაჟინებით საბჭოთა მხარემ გააუქმა ქუთაისიდან ბათუმისკენ დაძრული წითელი არმიის დაჯგუფებისთვის მიცემული შეტევის ბრძანება, მაგრამ დიმიტრი ჟლობას ნაწილის წინსვლა არ შეუჩერებია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ემიგრაციაში წასვლის წინ საქართველოს მთავრობამ ბათუმის ციხიდან სერგო ქავთარაძესთან ერთად რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შესთავაზეს, ბათუმში ხელში აეღოთ ძალაუფლება და მიეღოთ ზომები ქალაქიდან თურქეთის ჯარის განდევნისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი ბათუმისთვის იბრძოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, ბათუმის თურქებისგან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, ქალაქს სერგო ორჯონიკიძე ეწვია.