საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82220

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ივანე მესხის წერილი „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1873 წელს კონსტანტინე ნიკოლაძის ჟენევის სასწავლებელში სწავლის შესახებ ივანე მესხს დაუწერია წერილში „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1940

ტიპი: განათლება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძემ ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელმაც საშუალო განათლება ევროპაში მიიღო.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ჟენევაში სწავლის პერიოდში იგი კითხულობდა ლექსებს ქართველი ახალგაზრდობის საზოგადოების, „უღლის“, შეკრებებზე.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში „ჩემი მემუარების“ დაწერის შესახებ იტყობინება.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძემ ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ ნაშრომში „ჩემი მემუარები“  დაწვრილებით აღწერა ჟენევაში სწავლისა და მოღვაწეობის ამბები.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ მისი ნაშრომი „ჩემი მემუარები“ საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში ინახება.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს კონსტანტინე ნიკოლაძე შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე ნიკოლაძე თბილისის რეალურ სასწავლებელში შევიდა სასწავლებლად.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძე თბილისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოწაფეთა ჟურნალს გამოსცემდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძის მიერ გამოცემულ მოწაფეთა ჟურნალში თანამშრომლობდნენ ვალერიან გუნია და ოსკარ შმერლინგი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს კონსტანტინე ნიკოლაძე პეტერბურგში წავიდა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს კონსტანტინე ნიკოლაძემ თბილისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს პეტერბურგში ჩასული კონსტანტინე ნიკოლაძე მაზინგის უმაღლეს კურსებზე მოეწყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კონსტანტინე ნიკოლაძემ სწავლა შეწყვიტა პეტერბურგში მაზინგის უმაღლესი კურსები ბოლო კურსზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს კონსტანტინე ნიკოლაძე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძემ დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-დან 1925 წლამდე კონსტანტინე ლორთქიფანიძე ქუთაისსა და თბილისში მუშაობდა ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებლად.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძე სტატიებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „ნიშადურში“, „საქართველოში“ და სხვა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძემ თარგმნა პუშკინის, ნეკრასოვისა და დიკენსის ნაწარმოებები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ფელეტონების სერია „Сванетия“ (историко-экономический очерк).

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ჟურნალ „მოამბის“ მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი „მგოსანს“.