საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85185

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შ. ფრონელის ფსევდონიმით ზაქარია ედილაშვილის წერილი „ნათარგმნი წიგნების შესახებ“ გამოქვეყნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „შავი წიგნი“ (შ. არაგვისპირელის შემოქმედება) V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის სიტყვა, წარმოთქმული ნიკო ლომოურის დაკრძალვაზე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მუსიკოსი ია კარგარეთელი ერთაწმინდაში იმყოფებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პავლე ალექსის ძე კალანდაძემ ყოველკვირეული ჟურნალის „ახალი კვალი“ გამოცემა დაიწყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17-25 მაისს გუმბრსა და ყარსში ივანე სარაჯიშვილის მონაწილეობით კონცერტები უნდა გამართულიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ქაჯაიას ლექსი „მომაკვდავ გმირს“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 24 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ილიკო ქურხული რაიონებში კონცერტებს ატარებდა, რათა მსოფლიოს ცნობილ კომპოზიტორთა მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა გლეხებსაც ჰქონოდათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს ბაქოში შალვა დადიანის მონაწილეობით „სახელმწიფო სადგომი“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრის მიერ წარმოდგენილ ისტორიულ დრამას „და-ძმა“ ვაჟა-ფშაველა დაესწრო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა ლექსიკონი. წიგნში განმარტებული იყო ფრანგულიდან, ინგლისურიდან, ლათინურიდან და სხვ. ენებიდან ქართულში შემოსული 60 000-მდე სიტყვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის მოთხრობა „აგურის მზიდველი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძემ დაწერა ვრცელი მიმოხილვა „ქართული საყმაწვილო მწერლობა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში მსახიობი ნინო ჩხეიძე და რეჟისორი მიხეილ ქორელი ხაშურში იყვნენ გასტროლებზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის მოთხრობა „პეპელა“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი ცემში გაგზავნეს სამკურნალოდ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელი სამკურნალოდ წაღვერში გაემგზავრა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 26 აპრილს წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე დუტუ მეგრელი ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.

1957

ტიპი: ორგანიზაცია

1957 წელს დუტუ მეგრელი პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1957

ტიპი: ორგანიზაცია

1957 წელს მწერლის პირად ბარათში დუტუ მეგრელი აღნიშნავდა, რომ იგი არ ირიცხებოდა არცერთ პარტიაში.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს დუტუ მეგრელი პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ კომუნისტურ პარტიას არ დაუსჯია.

1957

ტიპი: განათლება

1957 წლის მწერლის პირად ბარათში დუტუ მეგრელი აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დუტუ მეგრელი მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სამეცნიერო ხარისხი არ ჰქონდა.