რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება თარიღი მზარდობით
1944
ტიპი: გარდაცვალება
1944 წელს წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მაკარ ეფრემის ძე გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
1944
ტიპი: გარდაცვალება
1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.
1944
ტიპი: თანამდებობა
1944 წელს გიორგი სამხარაძე ქუთაისის განყოფილების მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1944
ტიპი: თანამდებობა
1944 წლის მარტიდან პეტრე ბახტურიძე მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში ჯერ მთარგმნელად, ხოლო შემდეგ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა.
1944
ტიპი: ღონისძიება
1944 წლის 15 აპრილს გოგი ქარცივაძემ ძმას, ბიბი ქარცივაძეს წერილი გაუგზავნა და მიულოცა შვილის შეძენა.
1945
ტიპი: ავტორობა
1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.
1945
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს არეთა ქიქოძემ ანიჩკა, თამარ და ქრისტინე შარაშიძეებს ოზურგეთიდან თბილისში გაუგზავნა ნინო ქიქოძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე პაპუნა წერეთელი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945-1948 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო ხელოვნების სახლის დირექტორის მოადგილე.