რეგისტრირებული ფაქტები82256
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1881-1886 წლებში გრიგოლ აბაშიძე ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო პეტრეს ძე ქურხული თბილისში ეზო-ეზო დადიოდა და კლასიკურ მუსიკას უკრავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „ინსტიქტი“ და „მათიკო“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისს ახალი კლუბის დარბაზში ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების თაოსნობით წაიკითხა ლექცია „ქართული ხელოვნების ისტორიიდან“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხელოსნების კლუბში გედევან ვასილის ძე გედევანოვის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლიდან, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, დუტუ მეგრელი ჩაება ქართველ სტუდენტთა წრის მოღვაწეობაში.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მიხეილ ხელთუფლიშვილი მეგობრობდა გიორგი ლასხიშვილთან.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს პეტრე გელეიშვილი ოლთისში გაჰყვა დუტუ მეგრელს საკანცელარიო საქმიანობაში დამხმარედ და ბიძაშვილის მასწავლებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი ზამთარში თბილისში მიიწვიეს სამუშაოდ.