რეგისტრირებული ფაქტები90008
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე კონსტანტინე თუმანიშვილს მიესაჯა 6 თვით (ადმინისტრაციული წესით) დაპატიმრება მთავრობის თავმჯდომარის შეურაცხყოფის ბრალდებით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მავრა ვასილის ასული კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნოე ვასილის ძე კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბარბარე დიმიტრის ასული კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ პეტრეს ძე კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილის მეუღლე იყო.

