რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს პავლე კატანიანცი იყო თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის ზედამხედველი.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1883 წლებში დავით გურგენიძე სჯულის მასწავლებელი იყო ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში.
1937
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დავით გურგენიძე სოფელ საროდან იყო.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დავით გურგენიძე იყო დეკანოზი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სოლომონ გურგენიძე იყო მღვდელი.
1937
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დავით გურგენიძეს ჰყავდა მამა, სოლომონ გურგენიძე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა ახალი სასწავლო წლისათვის ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა გადაწყვიტა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად გაგზავნა სთხოვა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის მაისამდე ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფლის სკოლაში მსახურობდა მასწავლებლად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი თიანეთიდან თავის მშობლიურ სოფელ კოთელიაში, მშობლებთან გაემგზავრა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მისაღები პირველი გამოცდა ვერ ჩააბარეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ივანე ანდღულაძემ ხიდისთავის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ დ. მებუკეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 14 ნოემბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა ბათუმის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატად დასახელებულმა გრიგოლ ვოლსკიმ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ფაცია ბახტაძეს ზაფხულში ხონის თეატრში უნდა ეთამაშა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ლეონიდე ქიქოძე, სარდიონ ქუთათელაძე, ივლიანე ლომინაძე, ლუკა გაბუნია და დიმიტრი მაჭუტაძე.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ბაქოში როტშილდის ქარხანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელმაც რამედნიმე კაცი იმსხვერპლა. მომხდარის გამო დააკავეს ქარხნის გამგე ფეიგლი. ბაქოს საოლქო სასამართლომ დაკავებული გაამართლა, მაგრამ პროკურორი ამით არ დაკმაყოფილდა და საქმე სამოსამართლო პალატაში გადაიტანა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე წყალტუბოდან საჩხერეში უნდა წასულიყო დასასვენებლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივლისს წაღვერსა და აბასთუმანში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიშაშვილს წარმოდგენები უნდა გაემართათ.