რეგისტრირებული ფაქტები91073
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“, მონაწილეობდნენ: ბოიარსკაია, ერმოლინსკაია, ზალიპრსკი, საბინინი და სხვანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის სკოლის გარეშე განათლების ინსტრუქტორის თხოვნა სახალხო კითხვების გასამართად 70 ბუნდოვანი სურათის დათმობის შესახებ. გამგეობამ მისთვის სურათების ნაწილ-ნაწილ თხოვება გადაწყვიტა.

