რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879 წელს შიო მღვიმელის დეიდა, ბესო თედეშვილის ცოლი, ცხოვრობდა სოფელ ბრეთში.
1879
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1879 წელს შიო მღვიმელის ძმას გიორგი ქუჩუკაშვილს ჰყავდა სიმამრი, დეკანოზი ხუციშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში „ქრისტინე“ წარმოადგინეს სოფიო ანკარას, მ. რომანიშვილისას, ნინო თოიძის და სხვ. მონაწილეობით.
1878
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1878 წელს კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობდა.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მომღერალი იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი 1887 წლის 13 მარტს დაიბადა თბილისში.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მაისს იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 21 მაისს თბილისში მომღერალი იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილი მონაწილეობდა სტავროპოლის საკომერციო კლუბში გამართულ მუსიკალურ საღამოში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს ხონის დრამატულმა დასმა მარო მდივნის, ოლიმპიადა ღოღობერიძის, მიხეილ (ნემო) ჯანოშვილისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეჭარ ნახავ“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლის იუბილე ნოემბერში უნდა აღენიშნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მარო მდივანი, ოლიმპიადა ღოღობერიძე, მიხეილ (ნემო) ჯანოევი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი და ანდრია მურუსიძე მონაწილეობდნენ.