რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 ივნისს სახალხო სახლში მომღერალ ალექსანდრე ინაშვილის მონაწილეობით „რიგოლეტო“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ახალი კლუბის მამასახლისთა საბჭომ წარმოდგენების გასამართად მთელი ზაფხულით მიიწვია ვასო აბაშიძე და იუზა ზარდალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ვასილ ურუშაძის ორგანიზებით სამტრედიაში, ხონსა და ყვირილაში გამართა წარმოდგენები „დამთხვეული დედაკაცი“ და „ომი ოსმალეთთან“ მარო მდივნის, ნატალია ჯავახიშვილის, ივანე ბარველის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ვასილ ურუშაძის, დავით ჩხეიძის, გიორგი გურულის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს, ნაძალადევის თეატრში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე, წარმოადგინეს მისი პიესა „ბაგრატ IV“ გ. სვანიძის, სვიმონ სვიმონიძის, ი. კანდელაკის, ქსენია კამკამაძის, ი. გიორგაძის, გ. გაბინაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოუჩიკი ნიკ. დავ. კიკნაძე I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვას. პორ. გოგნიაშვილი I მსოფლიო ომში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს თბილისის გუბერნატორის წინაშე მოხსენებით გამოვიდა საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი ნ. ბარანოვსკი, რომელმაც ჩაატარა თბილისის მოქალაქეთა გამგეობის რევიზია. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ხარკის ამკრეფი მამასახლისის თანაშემწეები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, ამიტომ გვიანდებოდა სახელმწიფო და საზოგადო გადასახადების აკრეფა.
1910
ტიპი: თანამდებობა
სიკო ბესარიონის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა) სამწერლო ასპარეზზე 1910 წელს გამოვიდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი იოსებ გრიშაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 ივნისს ივანე გიგოშვილის მიერ თარგმნილი „არშინ მალ-ალანი“ ხარფუხის კლუბში მეათედ წარმოადგინეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს გერმანიიდან საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ მაქს ბუდინი, ფელიქს ლიტერმანი და არტურ გილკა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წელს თბილისში გარდაიცვალა ქალაქის საბჭოს ხმოსანი გაბრიელ ზურაბის ძე მირზოიანი.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 13 ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა 26 წლის სიმონ ბესარინის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა).
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 აპრილს ნიკოლოზ ანდრიას ძე ცხადიაშვილი ფეხის მოკვეთის შედეგად მიხეილის ლაზარეთში გარდაიცვალა.