საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85205

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიის პანსიონში თავისი ხარჯით ცხოვრობდა, შიო დედაბრიშვილი კი – სამღვდელოების.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს შიო დედაბრიშვილი თედო სახოკიას ერთი სასწავლო წლით უსწრებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს კირილე დანელია იყო მღვდელი.

1876

ტიპი: სახელი

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, მოსწავლეებს „დიაკვნებს“ ეძახდნენ.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოიცა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წელს თედო სახოკია ცხოვრობდა თბილისში, მოსკოვის შესახვევის №4-ში.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წელს სამი წლის თედო სახოკია ხეთადან სოხუმში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

1873

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ სკოლაში სწავლა 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში, დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკია სოხუმის მთიელთა სკოლაში მიაბარეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მოთავე და დიმიტრი ჯაში − მისივე ნაამბობი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ალექსანდრე ყაზბეგი სტამბებში − მისი განუწყვეტელი მუშაობისა და მისი ავტორობის შესახებ“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ნაბეჭდ საქმეთა გამოფენის შესახებ პეტროგრადში“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის თარგმანი ველიჩკოს თხზულებისა „ქრისტე აღსდგა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის „კვალის“ №7-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „განსვენებული ალექსანდრე ყაზბეგი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის „კვალის“ №29-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ახალგაზდათა საყურადღებოდ საზაფხულოდ გასვლისას“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის „ივერიის“ №241-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „იმერეთი. მოწერილი ამბავი რიონზე ხიდეების უქონლობის გამო“.

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელი უფროსმა ძმამ, გიორგიმ სოფელ შილდაში წაიყვანა.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში გიორგი ქუჩუკაშვილი სოფელ შილდაში მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს სოსო ლაღიაშვილი დღიურში აღწერდა მეგობრების უმწეო მდგომარეობას სემინარიაში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის საბჭოს ხმოსანმა სოლომონ იოსების ძე წერეთელმა მოხსენება შეიტანა ქალაქის გამგეობაში, ურჩევდა, სახელმწიფოს ქუთაისიდან რიონის სადგურამდე საღორიის ტყეში ელექტრონული ტრამვაისათვის რკინიგზის ლიანდაგი გაეყვანა, რითიც ქალაქს დაეხმარებოდნენ. რკინიგზა საღორიაში მამულების ფასს გაზრდიდა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გზას ვერ გაიყვანდა, ს. წერეთელი საკონცესიოთ საქმის მისთვვის გადაცემას ითხოვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მ – ას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარდენ გიორგის ძე ყიფიანის (ღვანკითელის) ლექსი „ძველი ამბავი“.