საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83476

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიასთვის ქართულად წერა-კითხვის ცოდნა იყო საჭირო.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს თომა ხოშტარია ნამანევის მონასტერში მსახურობდა.

1859

ტიპი: ღონისძიება

1859 წელს თომა ხოშტარიამ საეკლესიო წიგნი, წერა, გალობა და ტიპიკონი შეისწავლა ნამანევის მონასტერში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს მოულოდნელად დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ მონაზვნობა გადაწყვიტა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ დუტუ მეგრელი ძიძას მიაბარა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებული მარიამ გაგუა სუჯუნის ეკლესიის ეზოში მონაზონთან გადასახლდა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დუტუ მეგრელი 1868 წლიდან სუჯუნის ეკლესიის ეზოში მცხოვრები მონაზვნის სენაკში იზრდებოდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ სუჯუნის ეკლესიის ეზოში მონაზონთან გადასახლების შემდეგ პატარა ვაჟიც გადაიყვანა საცხოვრებლად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ფილიპე მახარაძემ შეადგინა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს დუტუ მეგრელს შეწყვეტილი პენსიის აღდგენაში რ. ნაჯაფოვისა და არშავირ მელიქიანის დაწერილი შრომითი დახასიათებები დაეხმარა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლიდან ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა წრემ ლავროვის, მიხაილოვსკისა და ჩერნიშევსკის თხზულებათა შესწავლა დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქართველ სტუდენტთა წრე, სადაც დუტუ მეგრელიც შედიოდა, გაეცნო მიხაილოვსკის თხზულებას „რა არის პროგრესი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აგვისტოს ხონის თეატრში მსახიობ მიხეილ (ნემო) ჯანოევის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 19 ივლისს ალექსანდრე ნათაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ზუგდიდში ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი გვაზავას წერილი 31 მაისს ზუგდიდში გამართული წარმოდგენის „და-ძმა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქურიძის წერილი 31 მაისს ბაქოში გამართულ წარმოდგენის „სოფლის გმირები“ შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის გამგეობის წევრმა ამბარცუმ ენფიანჯიანცმა განიხილა საზოგადოება „ჰელიოს“ მიერ წარმოდგენილი ქალაქის ელექტრონით განათების დამატებითი ხარჯთაღრიცხვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 ივლისს ლაგოდეხის ყაზარმის სცენაზე გამართულ საღამოზე შალვა მოლაშვილმა საკუთარი ლექსი წაიკითხა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა თბილისის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, ნება დაერთოთ პატიმრებისათვის საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 და 31 მაისს ბაღდათში შალვა ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა წარმოდგენები: „დასჯილი“, „სიძე-სიმამრი“ და „ტიმოთეს ლეღვი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ბაღდათში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს კომედია „სიძე-სიმამრი“ და ვოდევილი „ტიმოთეს ლეღვი“ ქუთაისის დასის მსახიობების ანდრია მურუსიძისა და ჩხიკვაძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში იროდიონ ევდოშვილი სამკურნალოდ წაღვერში გაემგზავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი 17 და 31 მაისს ზუგდიდში გამართული წარმოდგენების – „დასჯილი“, „სიძე-სიმამრი“ და „ტიმოთეს ლეღვი“ – შესახებ.