საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს დავით კლდიაშვილი მშობლებმა საზაფხულოდ კიევიდან სამშობლოში წამოიყვანეს.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 25 ივნისს სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი თომა გრიგოლის ძე მებურიშვილი გარდაიცვალა.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 29 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სოლომონ დოდაშვილის სამშობლოზე დაწერილი წერილი და ლექსი გამოქვეყნდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად დანიშვნა სთხოვა. მას უკვე ჰქონდა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრებამ დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა, სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მიეღოთ.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს პალატაში ნაფიც ვექილად დანიშვნის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 6 აგვისტოს ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სიმონ ნიკოლოზის ძე ახვლედიანი გარდაიცვალა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 19 აგვისტოს ბა­რე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი სიმონ გიორგის ძე გვენცაძე გარდაიცვალა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 9 სექტემბერს სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი პაატას ძე ოყროშიძე გარდაიცვალა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 15 სექტემბერს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ნიკოლოზ მთვარელიშვილი აირჩიეს.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 17 სექტემბერს გაზეთ „Тифлисский вестник“-ში დაბეჭდილ კერძო შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა სიაში ილია ჭავჭავაძეც იყო მოხსენიებული.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა თელავის მაზრის სამღვდელოების საერთო ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი აირჩიეს.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბრიდან თელავის სამღვდელო ყრილობის თავმჯდომარე მღვდელი ლაზარე ტურაშვილი იყო.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წლის ოქტომბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად თბილისში ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოდან შეატყობინა, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში მისულიყო და სანდრო ჩოლოყაშვილისგან თანხა ჩაებარებინა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 18 ოქტომბერს ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი ელიზბარ დევდარიანი გარდაიცვალა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ „დროებისთვის“ კვირაში ერთ სტატიას დაწერდა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 17 დეკემბერს სოფ. ეწერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი მარკოზ პეტრეს ძე უკლება გარდაიცვალა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს აჭარაში მოგზაურობისას დიმიტრი ბაქრაძეს დედაბრიშვილი უწევდა გიდობას.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1876 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაჭრეთში კონსტანტინე ემანუელის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს გამოიცა ბარბარე თუმანიშვილის მიერ რუსულიდან თარგმნილი სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლიდან ზაქარია ჭიჭინაძემ გაზეთ „დროების“ რედაქტორის, სერგეი მესხის დავალებითა და კონსულტაციით საგაზეთო ახალი ამბებისა და მასალების წერა დაიწყო.

1876

ტიპი: ავტორობა

ივანე როსტომაშვილმა შეადგინა „არითმეტიკული გამოცანები, სახალხო შკოლებისათვის და მშობლებისათვის დამატებით ბუნების მეცნიერებიდამ“, რომელიც გამოიცა 1876 წელს.

1876

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1876 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე 354 წევრმა საწევრო თანხა შეიტანა, რამაც ჯამში 3542 მანეთი და 60 კაპიკი შეადგინა. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.

1876

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1876 წლის 1-ლი იანვრისთვის თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სასარგებლოდ მიღებული თანხა 380 მანეთი იყო. ხელს აწერენ მმართველები: მ. შიუკოვი, გ. გოჯიევი და ს. ფიცხელაური.