საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ ბაროვს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში საქართველოს სსრ რევოლუციურმა კომიტეტმა თენგიზ ჟღენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში თედო ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში სილოვან ხუნდაძე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს ბაქოში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა ვიაჩესლავ მიხაილის ძე მოლოტოვის მონაწილეობით ერთხმად მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თათბირზე შალვა ელიავას ხელმძღვანელობით გამოყვეს კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭოს კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 ნოემბერს სერგო ორჯონიკიძემ რკპ ცენტრალურ კომიტეტს აცნობა, რომ კავბიუროს პლენუმმა მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფერდერაციის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილის თავმჯდომარეობით გამართა თათბირი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ორჯონიკიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ღამბაროვი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ლევან დავითის ძე ღოღობერიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ამაიაკ ნაზარეტიანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 ნოემბერს ეფრემ ეშბამ რუსეთის კომუნისტურ პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს შესთავაზა, აფხაზეთი დამოუკიდებლად შესულიყო ამიერკავკასიის ფედერაციაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმზე სერგი ქავთარაძეს ამიერკავკასიის ფედერაციის საკითხებზე თეზისების მომზადება დაავალეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ნოებერს თბილისის უნივერსიტეტის გამგეობამ და პროფესორთა საბჭომ დაადგინა, ტექნიკური ინსტიტუტის ნაცვლად დაარსებულიყო ტექნიკური ფაკულტეტი. განყოფილებების, სპეციალობებისა და კურსების რიცხვის გამოსარკვევად აირჩიეს კომისია, რომლის მოწვევაც ალექსანდრე დიდებულიძეს დაევალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს შალვა ელიავა ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.