რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ოქტომბერს აშენებული ერევნის რკინიგზის ჩასაბარებლად თბილისიდან გაემგზავრა კომისია, რომელშიც შედიოდნენ გზათა მთავარი ინსპექტორი კეტრიცი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ი.ს. შაიკევიჩი და სხვ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს სერგი მესხმა მოგზაურობა დაიწყო ქართველ მაჰმადიანებში და აღწერა მათი ყოფა-ცხოვრება.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომში შერიფ ხიმშიაშვილი რუსეთის მხარეს იბრძოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 ივნისს სერგეი მესხი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, შეხვდა აჭარის მთავარს, შერიფ ახმედის ძე ხიმშიაშვილს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობამ განიხილა საზოგადოების მდივნის, სიმონ ფირცხალავას მოხსენება იმის შესახებ, რომ უნდა შემუშავებულიყო პროექტი იმ წესებისა, რომელთა მიხედვითაც გიორგი დადიანის მიერ შეწირული თანხიდან პრემიებს დანიშნავდნენ. გამგეობამ პროექტის შემუშავება დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს იაკობ ფანცხავამ ნიკო დადიანს დახმარება სთხოვა დედამისთან კონფლიქტის მოგვარებაში, რაც განპირობებული იყო ოდესის უნივერსიტეტსა და იქაურ სტუდენტურ მოძრაობაში მისი დაბრუნების სურვილით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ვარშავის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ფილიპე მახარაძეს ფოსტიდან არალეგალური ლიტერატურის გამოტანა დაავალა.
1892
ტიპი: ნასამართლეობა
1892 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ ფილიპე მახარაძეს ჯაშუში აედევნა და ღამით ჟანდარმერიამ დააკავა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ ფილიპე მახარაძეს დაკავებისას ჟანდარმერიამ ქუთაისში გამართული ყრილობის ოქმი ჩამოართვა.