რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა შენაერთებმა დაიკავეს პოზიცია ნავსადგურიდან საბარგო სადგურამდე, მაგრამ თურქები უკან დახევას და ქალაქის დატოვებას არ აპირებდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 მარტს კიაზიმ დირიქმა ქუთაისიდან ხოფაში გაგზავნა მაიორი თალათ ბეი, რომელსაც გენშტაბისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთს ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დროებით დაკავებას სთხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბათუმში გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას ეხმარებოდნენ ბათუმის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი ოსმან მიქელაძის წინამძღოლობით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ენვერ ფაშამ და აზერბაიჯანის წარმომადგენელმა თურქებს გიორგი ჩიჩერინისა და იოსებ ჯუღაშვილის სახელით მოლაპარაკებათა განახლება აღუთქვეს, თუ ისინი თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრების მცირედით შეცვლას დათანხმდებოდნენ.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ბოლო დღეებში, გიორგი მაზნიაშვილს, როგორც მაღალი სამხედრო თანამდებობის პირს, მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, მაგრამ ის სამშობლოში დარჩა და ბათუმის შესანარჩუნებლად იბრძოლა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობა ხშირი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში თედო სახოკიას მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობას იმდენი მომხრე და მიმდევარი ჰყავდა, რომ ეს საქმიანობა სირცხვილად არ ითველბოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შვიდი წლის განმავლობაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობა მუდმივ შიმშილში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1884 წლებში პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია მარტვილის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლები იყვნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პეტერბურგში დუტუ მეგრელის ვინაობით დაინტერესდნენ და მასზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს დაუკავშირდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გიორგი წერეთელმა დუტუ მეგრელს გაზეთ „კვალში“ სარედაქციო სამსახური შესთავაზა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესიდან დაბრუნების შემდეგ დუტუ მეგრელმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას მიმართა თხოვნით, აეყვანათ იგი იმ დროისთვის გათავისუფლებულ ზედამხედველის თანამდებობაზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესის უნივერსიტეტის დიპლომის აღების შემდეგ დუტუ მეგრელმა ვერ მოახერხა შემოსავლის მუდმივი წყაროს გამოძებნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დუტუ მეგრელის უმუშევრობის პერიოდში მის ოჯახს ნათესავები ეხმარებოდნენ ხშირად.
1921
ტიპი: ღონისძიება
თურქეთის ჯარების ბათუმისკენ წინსვლის გამო 1921 წლის 10 მარტს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვისგან მოითხოვა ინსტრუქციები შემდგომ მოქმედებათა შესახებ.

