რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ივნისის დამფუძნ. კრების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვ.თაყაიშვილი, ო. სოლოღაშვილის მოხსენებით მიიღეს საბოლოო ტექსტი კანონისა დაზარალებულ მეომართა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ და დეკრეტისა _ თბილისის ქალაქის თვითმართველობისთვის 10 მილ. მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 თებერვალს კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე პეტროგრადიდან ჩამოსულმა ირაკლი წერეთელმა მოხსენება წაიკითხა.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ქრისტინე და თამარ შარაშიძეები აპირებდნენ რუსულიდან ქართულად ეთარგმნათ წიგნი „Враг под микроскопом“ ლუი პასტერის ცხოვრების შესახებ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქ. სამტრედიაში ჩამოყალიბდა ქალთა კავშირი., რომლის წევრმა ქალებმა უამრავი დაბრკოლება გადალახეს, ზოგს საყვედური გამოუცხადეს, ზოგს პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ, მაგრამ მათ გააგრძელეს ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ ფული, ბინა ქალთა კლუბისათვის, ბეჭედი და ა. შ. ამისათვის გამგეობამ მოიწვია ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი კატო მიქელაძე, რომელმაც ლექცია წაიკითხა და შემოსული თანხის ნახევარი, 80 მანეთი სამტრედიის ქალთა კავშირს გადასცა. შემდეგ გამგეობამ სხვა საღამო მოაწყო, რომლიდანაც შემოვიდა 495 მანეთი. თუმცა ამ კავშირის არსებობას გამოუჩნდნენ ქალთა უფლების მტერი მამაკაცები, ასევე ორი ქალი ეწინააღმდეგებოდა ქალთა კავშირის დაფუძნებას, მათ წევრთა სია წაიღეს, რათა დაებეზღებინათ ისინი პარტიაში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 დაიბეჭდა ექიმ მ. ი. პაკროვსკაიას სტატია „ჯანსაღი ჩვეულების განვითარება“, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ მოზარდი თაობის ფიზიკური აღზრდის საკითხი აინტერესებდათ გამოჩენილ ადამიანებს და მაგალითად მოჰყავს რუსოს „ემილის აღზრდა“. გუიოს აზრით, აღზრდის მიზანი უნდა იყოს ბავშვში ადამიანური თვისებების განვითარება. მისთვის აღზრდაში უმთავრესია ასევე ჩვეულება, რომელიც ცხოვრების წესის საძირკველია.
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გოგი ქარცივაძე სწავლობდა სააღმშენებლო ინსტიტუში საკონსტრუქციორო დარგზე, სადაც გადაიყვანეს გიგული წულუკიძის დახმარებით.
1919
ტიპი: ავტორობა
ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.
1932
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1932 წლის 27 ივნისს ბიბი ქარცივაძეს საშა მაჭავარიანმა გაუკეთა ბრმანაწლავის ოპერაცია, რომელსაც დაესწრო ბიბის ბიძა – შალვა შარაშიძე.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 13 ან 14 ნოემბერს მიუნხენში ნოე ცინცაძეს შეხვდებოდა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში დასაბრუნებლად ყველა საჭირო საბუთი მზად ჰქონდა და ფულის შოვნას ცდილობდა. დაჰპირდა, რომ თუ 14 თებერვლამდე ვერ ჩავიდოდა, ახალ მისამართს მისწერდა. აცნობა, რომ მეტრეველისა და დემეტრაშვილის გაზეთები მიიღო, ვიქტორ ნოზაძის გაზეთები კი არა.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ ვიქტორ ნოზაძისგან წერილი მიიღო. მათ პირობა დადეს, რომ საინტერესო გაზეთებსა და ცნობებს გაუგზავნიდნენ ერთმანეთს. შეთანხმების თანახმად, მნიშვნელოვანი ცნობების ასლებს გაიოზ მაღლაკელიძესაც გაუგზავნიდნენ გერმანიაში.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანში, კარაჩში ინგლისურ ენაზე გამოდიოდა მის მიერ დასახელებული გაზეთები, მაგრამ მათ მუდმივი თანამშრომლები არ ჰყავდათ. შეატყობინა, რომ საკორესფონდენტო ბარათის მიღებას ცდილობდა.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძესთან არსებულ ოჯახურ კონფლიქტში მასთან შეხვედრის გარეშე არაფერი გადაეწყვიტა და აუცილებლად გაეთვალისწინებინა ვამეხ მაღლაკელიძის ბედი.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძესთან არსებული ოჯახური უთანხმოება მშვიდობიანად მოეგვარებინა და ოჯახი არ დაენგრია. შალვა მაღლაკელიძე მათი უთანხმოების მიზეზად საკუთარ თავს და თავის მეუღლეს მიიჩნევდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს საღამოს 9 სთ-ზე გარეუბნის თემის თავმჯდომარე გ. მ. კილასონიას, როცა ის დიღმიდან თბილისში ბრუნდებოდა, თავს დაესხა 5 შეიარაღებული პირი გვარდიელების ფორმაში და წაართვეს 4 700 მანეთი და რევოლვერი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს, 6 სთ-ზე გაიმართება მე-2 რაიონის საქ. სოციალ-დემოკრატ. მუშათა პარტიის კოლექტივის წევრთა კრება. მოხსენებას გააკეთებს აზერაიჯანიდან ახლად დაბრუნებული ელ. ბაქრაძე, პარტიული ყრილობის მუშაობის შესახებ – ბ. თევზაია, იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აგვისტოს დამფუძნებელი კრების წევრები: ისიდორე რამიშვილი, ივანე ტატიშვილი, გიორგი გაგლოევი მეჯვრისხევში, სახალხო ყრილობაზე, გააკეთებენ მოხსენებებს საქართველოს თანამედრ. მდგომარეობის შესახებ, იუწყება „დროება“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ანანურ-ფასანაურის ახლოს, ხეობაში, დათარეშობდა ყაჩაღთა ბრბო, რომელიც თავს ესხმოდა სამხედრო გზაზე ავტომობილებს. ჯგუფმა მილიციის უფროსის თანაშემწის, ანთელავას და ფასანაურის თემის მილიციის უფრ. ნაზღაიძის ხელმძღვანელობით 6 ივლისს სეფ. ზემო ხორხში (დუშეთის მაზრა) კვალს მიაგნეს და შეტაკებისას მოკლეს ყოფ. მილიციელი ივანე ბურდული და დაიჭირეს: მახრა ჯირკალიძე, გიორგი ჯირკალიძე, ნიკო კოწინაშვილი, ფილიპე მადურაშვილი. გაიქცა ბიწინწურა კოწიწაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქები: მიხეილ ფარცხალაძე, დავით დიდებულიძე, სიმონ მეძმარიაშვილი, არჩილ ჩახუნაშვილი, ლევან ვაჩეიშვილი, გალაქტიონ შიშინაშვილი, ალექსანდრე ფურცხვანიძე, იასონ ფერაძე, ვლადიმერ ზლობინი, თამარ ჩხარატაშვილი და სხვ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით 37 (56-დან) საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს: მარია ტარასოვა, მარია ლომიძე, ნიკოლოზ ხმალაძე, ვასილ კვინიკაძე, ვასილ მოსაშვილი, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე კერვალიძე, ალექსი მაღნარაძე, სულტან ინაგამოვი, ისიდორე ჩალაძე, ნიკოლოზ კიკაშვილი, მოსე ჩხეიძე და სხვ.