რეგისტრირებული ფაქტები89450
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
გერონტი ქიქოძემ, როგორც ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენელმა, მიმართა კომისარს დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის დასახმარებლად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე კრიტიკული წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა. წიგნის სახელი იქნებოდა „მანეკენები“ და მასში შევიდოდა: გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სანდრო ცირეკიძის, ნიკოლოზ მიწიშვილისა და გიორგი ლეონიძის პორტრეტები.
1922
ტიპი: თანამდებობა
ახალი მწერალთა კავშირის საბჭოს წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, იროდიონ სონღულაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
ახალი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
განათლების კომისარიატთან არსებული აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პავლე ინგოროყვა, შემდეგ კი – სამსონ ფირცხალავა.
1922
ტიპი: თანამდებობა
ზაქარია ფალიაშვილი იყო განათლების კომისარიატთან არსებული ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
სანდრო აბაშელის, გრიგოლ რცხილაძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ინიციატივით რესპუბლიკის მთავარი ხელოვნების კომიტეტის სალიტერატურო რედაქციამ იმუშავა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა და ხელოვანთა სასახლეს გადასცა დავით კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ნიკო სულხანიშვილის პორტრეტები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე გადაწყდა წიგნის გამოსვლა, რომელშიც შევიდოდა შარლ ბოდლერის, თეოფილ გოტიეს, ხოსე მარია ერედიას, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, ჟიულ ლაფორგის, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ლოტრეამონის, პოლ კლოდელის, ფრანსის ჟამესის ნაწარმოებები.

