რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ალი ხასანის ძე ასათიანი ბათუმის მაზრის სოფ. ორთაბათუმში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა გაიმარჯვეს. თურქებმა მრავალი ჯარისკაცი და ორი შტაბის ოფიცერი დაკარგეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა 30 000-კაციანი დივიზიის შექმნას, რომლის მეთაური გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი უნდა ყოფილიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმში ჩასულმა დიმიტრი ჟლობამ ვერ შეასრულა მთავარი დავალება – ვერ დაატუსაღა ნოე ჟორდანიას მთავრობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან ზაქარია მდივანი ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან მთავრობის წევრებთან ერთად ილია ოდიშელიძეც წავიდა ემიგრაციაში კონსტანტინოპოლში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან გიორგი კვინიტაძე მთავრობის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებსა და შვილების ძიძასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ – საბერძნეთში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტიდან გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა ქართული წითელი შენაერთის ფორმირებაში. იგი ჯერ საბჭოთა საქართველოს წითელი ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო შემდეგ – რესპუბლიკის ჯარების მთავარ სამხედრო ინსპექტორად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დავით ართმელაძე საქართველოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტის შემდეგ ალექსანდრე გედევანიშვილი საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმის ბრძოლაში ვარდენ წულუკიძე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობის ერთ-ერთ მიმართულებას მეთაურობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ვარდენ წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძე ბოლშევიკებთან კოოპერაციაში არ შესულა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ტარას ვაშაკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, დიმიტრი თოფურიამ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, დავით მაჭავარიანმა გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში დავით მაჭავარიანი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში.

