რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს გაზეთი „დროება“ გაზეთ „Кавказь“-ში დროზდოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ ზამთარს სტეფანწმინდასა და მლეთაში ჩამოწოლილ ზვავებს მნიშვნელოვნად დაუზიანებია ამიერკავკასიის სამხედრო გზა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 5 აგვისტოს თბილისის სასამართლო პალატის სამსჯავრო განყოფილებაში დაინიშნა სააპელაციო საქმის განხილვა ელიზავეტოპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოქალაქე სეიდ მამედ ჰაჯი-ქერიმ-ოღლის ბრალად ედებოდა შუშის მცხოვრების, არუთინა ვასკანოვის დაკვეთილი მკლველობის დაფინანსება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს გორის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა გორის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება. თავისი ნებით წასული სარევიზიო კომისიის წევრების ნაცვლად აირჩიეს ორი წევრი – პარმენ ჯაფარიძე და დიმიტრი დიასამიძე, ხაზინადრად – ექიმი ნიკო გაჩეჩილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 თებერვის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ საეკლესიო ფრესკების გამოფენა დაიხურებოდა 19 თებერვალს და განზრახული ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია არ ჩატარდებოდა დიდმარხვის პირველი კვირის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და „რუსკაია ვოლიას" თანარედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე „თავისუფალი საქართველო".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივლისში სამეცნიერო აკადემიის სიტყვა-კაზმული მწერლობის განყოფილებამ საპატიო წევრის კანდიდატად დაასახელა დრამატურგი ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 28 წლის გრიგოლ (გრიშა) ჯორბენაძე დახვრიტა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის აგვისტოში გრიგოლ (გრიშა) ჯორბენაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 იანვარს კატო მიქელაძემ ქალაქის თეატრში წაიკითხა ლექცია თემაზე „ქალთა სწორუფლებიანობის მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი".
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 27 წლის კონსტანტინე მაჭავარიანი დააპატიმრა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 25 წლის შალვა (შალიკო) ჯუღელი დახვრიტა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის აგვისტოში შალვა (შალიკო) ჯუღელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 24 წლის გიორგი გელაშვილი დააპატიმრა.