საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92954

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლიდან, გასაბჭოების პირველი დღიდანვე, ვასო კაპანაძე ენერგიულად იბრძოდა დამპყრობელთა და კომკავშირელთა წინააღმდეგ. რამდენჯერმე დაატუსაღეს, მაგრამ ყოველთვის მალე დააღწია თავი ჩეკას და განაგრძო მუშაობა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გიორგი მაზნიაშვილი სოღანლუღის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

ბიძინა პირველი საქართველოს ოკუპაციისთანავე, 1921 წლის თებერვალ-მარტიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში ნესტორ გარდაფხაძე იუნკერთა ასეულს მეთაურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. „თბილისი – საქართველოა, და ვინც თბილისს სტოვებს, ის ტოვებს საქართველოს“ – იყო მისი პასუხი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თავაძე ტყვედ იყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში გიორგი თავაძე გენერლებთან – ალექსანდრე ჭავჭავაძესა და ალექსანდრე ახმეტელაშვილთან ერთად მოსკოვში გაგზავნეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, არტემ ჯიჯიხია თბილისის მიმართულებაზე იყო ლილო-ორხევის ფრონტის სარდალი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა დასავლეთისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და თიანეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთთან ომის დროს, გიორგი ერისთავი ქართულ ნაწილებთან ერთად იხევდა დასავლეთით, ბათუმისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში ასლან აბაშიძე თურქეთში გადასახლდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი ფლობდა ბინას მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენა კონსტანტინეს ასული მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ვასილის ძე მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის პანაშვიდი დანიშნული იყო საკუთარ ბინაზე, მისამართი: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 2) გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „თბილისის არჩევნებისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1921 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, 1921 წლის 1-ელი იანვრიდან ალექსანდრე მათეს ძე ვაშაკიძე თბილისის რკინიგზის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის მაზლი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული ბარათაშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის დედამთილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინუსია ვიქტორის ასული სვიმონიშვილი ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის ძმისწული იყო.