საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87097

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ სოლომონის ძე მაყაშვილი იუნკერი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა გაერთიანებას ედგა სათავეში.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს დახვრეტილი გიორგი მაზნიაშივილის საფლავი ჯერ კიდევ უცნობია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შექმნეს ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ანა შოთაძე და იუზა ზარდალიშვილი ხაშურის დრამატული წრის მიწვეული მსახიობები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 13 ივლისს თბილისში სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი მოკლეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის ბოლოს გამოსულ ჟურნალ „ხომალდში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „შორეული ნაპირი“, რომელშიც მე-11 არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და 25 თებერვლის აქტი კრწანისის ტრაგედიასთან არის გათანაბრებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის თხზულება „შეშლილი“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ილია რუხაძემ ხონში თავისი ხარჯით საზაფხულო თეატრის შენობა ააგო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „ღამის მგოსანი (გალაკტიონ ტაბიძის ლექსები)“ II ნაწილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმში ჩასულმა დიმიტრი ჟლობამ ვერ შეასრულა მთავარი დავალება – ვერ დაატუსაღა ნოე ჟორდანიას მთავრობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილი-ყიფიანისას თხზულება „თანამედროვე სურათები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ძაძამიას თხზულება „ძმარი პეტრიავ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა წიგნის გამომცემელ ქართულ ამხანაგობას, რომელმაც ერთი თუმნის ღირებულების წიგნები შესწირა ციხის წიგნთსაცავს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარდენ გიორგის ძე ყიფიანის ლექსი „შარადა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას, რომელმაც ერთი თუმნის ღირებულების წიგნები შესწირა ციხის წიგნთსაცავს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი სარდალი“ დასკვნითი ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის სტატია „ვისზედაც არ ლაპარაკობენ“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა დავით სარაჯიშვილს მეტეხის წიგნთსაცავისათვის სამი წლის გაზეთ „მოამბის"გადაცემის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა იოსებ იმედაშვილს მეტეხის წიგნთსაცავისათვის 5 მანეთის წიგნების გადაცემის გამო.