რეგისტრირებული ფაქტები92954
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის რვაკილომეტრიან მონაკვეთს გადარჩენილ იუნკერთა ორი ჯგუფიღა იცავდა – კაპიტან დავით მაჭავარიანისა (თორმეტკაციანი) და კაპიტან ალექსანდრე ალავიძისა (რვაკაციანი).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს ბოლშევიკები უტევდნენ ფრონტის მარჯვენა ფრთას, რომელსაც გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მეთაურობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 24 თებერვალს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი გენერალ არტემ ჯიჯიხიას ნაცვლად ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის მარცხენა ფრთის უფროსად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძემ 1921 წლის 24 თებერვალს მთავარსარდალ გიორგი კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე რუსეთის დავდასხმის შემდგომ შექმნილი ვითარება გააანალიზა და სამომავლო მოქმედების მიმართულებები დასახა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 1921 წლის 24 თებერვალს გენერალ გიორგი კვინიტაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქის დატოვების შესახებ შეეწინააღმდეგა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს სოფიო ს...სვამ, მ.ჯანგველაძისამ და ვერა კალანდაძისამ 2000-2000 ლარი, ანა თანდილაშვილმა - თანხა უცნობია.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
ანანია ანდრიას ძე სტურუა პირველად დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ და იჯდა საპყრობილეში 2 დღე.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.
1921
ტიპი: თანამდებობა
ალბერტ ტომასი (1878-1932), ფრანგი სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პირველი დირექტორი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ლეონ ვიქტორ აუგუსტ ბურჟუა (1851-1925) იყო ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, ერთა ლიგის პრეზიდენტი, 1920 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ სოხუმიდან დაბრუნებული ამერიკის კონსული ჩარლზ მოზერი ვაშინგტონს საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნას სთხოვდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ ამერიკის კონსული ჩარლზ მოზერი ვაშინგტონს სტამბოლიდან ჰუმანიტარული ტვირთით წამოსული და შემდეგ თავდასხმის შიშით უკან გაბრუნებული გემების საქართველოსკენ გამომგზავრებას სთხოვდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობაში“ დაიბეჭდა სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძის (ფსევდონიმით მოხუცი) წერილი „ფრონტიდან, ომი თუ ლხინი“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართველები რუსეთის ჯარის შემოსვლას არ შეეგუებოდნენ, „ჩვენ ნამდვილი მამულის შვილები გვყავს- გაწყდებიან, მაგრამ მის დამღუპველს მაინც არ დაემონებიან“.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთის „ერთობა“ მიხედვით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N19 ბრძანებით, შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე აფხაზეთის ოლქის გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დანიშვნის გამო გენერალ-გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N20 ბრძანებით, შინაგან საქმეთა კანცელარიის დირექტორი სიმონ პეტრეს ძე გეგელაშვილი გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა.

