რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ჰაიდარ აბაშიძემ აჭარლების შესახებ დასაბეჭდად მოამზადა კრებული,რომელშიც შევიდა ომის შემდეგ მათ შესახებ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ყველა წერილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო საგუბერნიო საგლეხო საკრებულოს წევრი ნ. პ. პრინცი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქეთევან კალაძე ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის საბჭოს დარბაზში გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს ხმოსნებმა ექიმ ტ. პ. ტრიანტაფილიდისს მადლობა გამოუცხადეს გაწეული შრომისათვის.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას 10 000 მანეთი უანდერძა, ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას – 5 000, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა სადგურს ადესაში – 5 000, კავკავის ქართულ სკოლას – 10 000, თბილისის მომავალ პოლიტეხნიკუმს ფიზიკური კაბინეტის მოსაწყობად – 50 000, მცხეთის სამთავისის დედათა მონასტერს კი სკოლის საჭიროებისათვის – 5 000 მანეთი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი სიმონ ლორთქიფანიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ვასო აბაშიძე ხელოსანთა კლუბში „ციმბირელის“ წარმოდგენის დროს ცუდად გახდა და სპექტაკლი შეჩერდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართული კომიტეტის პირველი კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე სმაგინი.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო ივანეს ძე გიგოშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივლისს ცხინვალის საზაფხულო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გამართულ ილიას საღამოზე წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „დედისერთა“ და ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვს შემოდგომაზე თბილისში სასცენო სტუდია უნდა დაეფუძნებინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 ივლისს ხარფუხის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას შარჟი „სამთა კავშირი“ და ნატალია დონდაროვას „გაცრუებული იმედები“. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ტასო აბაშიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ვასილ აბაშიძე, გედევან გედევანოვი, დავით მგალობლიშვილი და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის სახაზინო პალატის მმართველი მ. ა. გრიგორაში.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ალექსის ძე რუხაძის „შენ მღეროდი!“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ალექსანდრე მაჭარაძის, კოლია მდივნისა და ივანე ქუთათელაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თედო ჟორდანიას განკურნების შემდეგ თბილისში უნდა ეცხოვრა.

