საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ანდრია მურუსიძე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის თანახმად სამხედრო სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან ილია ზოსიმეს ძე რუხაძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ალშვანგი თბილისში კოოპერატიული სასადილოს მდივანი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ს. ნატროშვილი სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ლუკა ბაქრაძე საბურთალოს დრამატული წრის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გ. ბეჟანიშვილი სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტ. ბერიშვილის წერილი, მიძღვნილი რედაქციისადმი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა წმ. ანტონის, მთაწმინდის მამა დავითისა და წმ. სამების ეკლესიებს 500-500 მანეთი უანდერძა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი დავით ნახუცრიშვილი ავად იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი ა. ბაქრაძის პიესისა „აი, ახლა კი დავწინაურდი!!!“.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა კონსტანტინე ვასილის ძე იაკიმოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე იუზა ზარდალიშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პორუჩიკი გაბ. დავ. ხოფერია I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 აგვისტოს სიღნაღში ს. შავლიაშვილის მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მცხეთის ეკლესიას 1 000 მანეთი უანდერძა, მარტყოფის, სომხების წმ. სტეფანეს მონასტერსა და დიდი ლილოს ეკლესიებს – 500-500 მან.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა დამ, ოლღამ, ცხინვალის სამკითხველოს ჟურნალი „თეატრი და ცხოვერება“ წლის ბოლომდე გამოუწერა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ ტიმოფეევს დაავალა, ყურადღება მიექცია ართვინის მხარეში ზეთისხილის გაშენებისა და მრეწველობის განვითარებისთვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის კლუბის დარბაზში გაიმართა ქუთაისის საზოგადოების კრება ბარონ ბრიუგენის თავმჯდომარეობით. კრებას დაესწრნენ იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი სიმონ ლორთქიფანიძე, ვიცე-გუბერნატორი, ქალაქისთავი დავით ლორთქიფანიძე, ქუთაისის ბავშვთა თავშესაფრის თავმჯდომარე ტ. გ. ნაზაროვი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პორუჩიკი გაბ. დავ. ხოფერია I მსოფლიო ომში, ბრძოლაში, დაიღუპა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აგვისტოს ხონში მიხეილ (ნემო) ჯანოევის მონაწილეობით „კაცობრიობის კეთილ მყოფელნი“ და „მათიკო“ წარმოადგინეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 13 ოქტომბერს ახალსოფელში ვ. ნარიმანიძემ გულში სამი ჭრილობა მიაყება სოფლის მღვდელს, პეტრე ინაძეს, რომელიც გარდაიცვალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დ. დუმბაძე ხარფუხის კლუბის თავმჯდომარე იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ბუტკევიჩმა თბილისის გუბერნიის ინჟინერის თანამდებობა დატოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 ივლისს ხელოსანთა კლუბში გამართული წარმოდგენის „და-ძმა“ შესახებ.