საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 28 იანვარს ბოლშევიკების ციხის საავადმყოფოში გადაიცვალა სეით რაზმაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამ. საზოგადოების დაკეტვა“ – მოკლე ისტორია, მისი საქმეების მიმოხილვა და საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება როგორ ებრძოდა და აკონტროლებდა. განათლების კომისარიატი დართავდა წიგნის გამოცემის ნებას, მაგრამ ბაგდატიევი, „გრუკავროსტას“ ხელმძღვანელი, კრძალავდა. ასე აკრძალეს ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებისა და „დედა-ენის“ დაბეჭდვა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, არჩილ მექანარიშვილი საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ბერლინში სწავლის გასაგრძელებლად. იგი იყო მარქსისტების ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 თებერვალს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შეატყობინა, რომ ქართული წითელი არმიის მატერიალური უზრუნველყოფისთვის ოქრო არ იყო საჭირო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა ლენინის წინადადება ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ფილიპე მახარაძემ თბილისში სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა გახსნა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის გაზაფხულამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი ბათუმში ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში მუშაობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია საოკუპაციო მთავრობის წინააღმდეგ. ამის გამო დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო სამუშაოდ.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის გაზაფხულზე გრიშა კეკელიძე დააპატიმრეს და გაგზავნეს მეტეხის ციხეში, სადაც დაჰყო ექვსი თვე. გამოსვლის შემდეგ ისევ გურიაში დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა, მაგრამ მალე დევნა დაუწყეს და ჭიათურაში განაგრძო მუშაობა. პარტიული მუშაობა არ დაუტოვებია. მაღაროების ახალგაზრდა მუშებსა და ნოქრებს აკავშირებდა და დიდი გავლენით სარგებლობდა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ელისაბედ, ეფემია, ნინო ბესარიონის ასული და დავითის ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილები იყვნენ და–ძმანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების ბუღალტერი იყო ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების – 1 123 000 მანეთის საკითხი, რის შესახებაც ოქმები იყო შედგენილი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა, უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან სახლში წაეღო „დროების“ 1882 წლის ნომრები.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სამსონ დავითის ძე ბახტაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს უფლება მისცეს სახლში წაღებით ესარგებლა წიგნსაცავიდან „დროების“ 1882 წლის ნომრებით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიისთვის“ მისაცემი ჰონორარის – 25%–ის გარდა, მიეცათ კორექტურისა და დამატებითი სამუშაოსთვის გასამრჯელო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძისთვის მიეცათ გასამრჯელო წიგნის ნომინალი ფასიდან 20% და ცალკე – კორექტურის შესრულებისთვის.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველი მუსლიმი მოსწავლეების მურად ჰუსეინის ძე გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა დახმარებოდნენ თითოეულს ხუთ–ხუთი მილიონი თუმნით. მათ უსახსრობის გამო თხოვნა ვერ დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეო მიხეილის ძე შენგელაია–ქიაჩელის თხოვნა წიგნსაცავიდან მცირე ხნით მიეცათ რამდენიმე ნომერი „სახალხო გაზეთის“ და „თემისა“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მისი მოთხრობები. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარებისა და ავანსად ორი თვის გასამრჯელოს აღების შესახებ.