რეგისტრირებული ფაქტები91857
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს თედო ზურაბის ძე ღლონტი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს სიმონ ხუნდაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 7 მარტს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 7 მარტს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 7 მარტს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 7 მარტს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
1922
ტიპი: მფლობელობა
1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებელი.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გარდაიცვალა პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებელი გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ მოწმობა მამის გარდაცვალების შესახებ და აღძრულიყო შუამდგომლობა საავადმყოფოს გამგეობასთან მისი დახმარების თაობაზე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ანა ილიას ასული სოლოღაშვილი.

