საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „მოგზაურის“ რედაქტორს, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილს უფლება მიეცა თავისი ჟურნალი ყოველკვირეულ გაზეთად გადაეკეთებინა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ე. გამბურგერი ექიმი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ანანოვი გარდაიცვალა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ტარსაიძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მატინოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ არწრუნი თავის გალერეაში სომხურ-ქართული თეატრის მშენებლობას მალე დაასრულებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ბოდესლავ იგნატის ძე სტატკოვსკის უნდა გამოეკვლია რა ადგილზე გაეყვანათ ბათუმის რკინიგზა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის მაზრის სამასწავლებლო მზურველად დანიშნეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 დეკემბრის „დროებაში“ ივანე გვარამაძის ფელეტონი „ახალციხის მაზრაში“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 დეკემბრის „დროებაში“ ივანე გვარამაძის ფელეტონი „ახალციხის მაზრაში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ იქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე. სხდომას დაესწრო 29 ხმოსანი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 11 ოქტომბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს ნაფიცი ვექილი პახომოვი, დასაფლავებას დაესწრნენ ნაფიცი ვექილები. სასამართლოს მოხელეები, საბჭოს ხმოსნები და გამგეობის წარმომადგენლები.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საფინანსო კომისიის წევრებად აირჩიეს პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გ. გ. გამრეკელოვი, ისააკ ივანეს ძე პურადოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე სასკოლო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ივანეს ძე ოცხელი, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზაროვი, გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნინო დავითაშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა ქალაქის საზღვრებს და ქუჩებს დაარქმევდა სახელებს. კომისიის წევრებად აირჩიეს სოლომონ იოსების ძე წერეთელი, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ისმაილ ისმაილოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ემილიანე ღოღობერიძემ სოფელ ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის შესაკეთებელი თანხა შეაგროვა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ნიკოლოზ ვასილის ძე ვიგორბინი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: გიორგი ბილიხოძეს, ივანე დარჩიას, მარკოზ ჩხარტიშვილს, ელისაბედ ბილიხოძეს, სოფიო გოგუას, ფაქიზო მითაიშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიის შესაკეთებლად თანხის შემომწირველებს: კონსტანტინე ტაბიძეს, დავით მაისურაძეს, იასონ ჭიჭინაძეს, გიორგი გოცირიძეს, სიმონ ყიფიანს, ემილიანე ღოღობერიძეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. დ. აბელოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. კაპელნიცკი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლონჩელის მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სამტრედიაში გედ. მჟავაძის ლექციას „ხელოვნება და თეატრი“ ცოტა ხალხი დაესწრო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის სტატია „შალვა დადიანისა და ელო ანდრონიკაშვილის გასტროლები დ. ხაშურში“.