რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბაქოს ქართველთა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის პარლამენტიდან გაიწვია თავისი წარმომადგენელი ცხაკაია და მის ნაცვლად დანიშნა ვლადიმერ ბაქრაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის პორველ ივნისს კოჯრისკენ გაემგზავრება სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა ექსკურსია პროფესორ ქურდიანისა და ასისტენტ ყანჩელის ხელმძღვანელობით ბოტანიკაში პრაქტიკული ვარჯიშისთვის.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს ამავე მილიციის უფროსი მილიციელი პ. პასტალოვსკი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით დააპატიმრეს მილიციელი ივანე სიხარულიძე, რომელსაც ბრალდებოდა მკვლელობა და სხვა დანაშულებები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა სტატია „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდან“, რომელშიც გაკრიტიკებულია „ტიფლისკი ლისტოკი“ „პოლიტიკურ“ გაზეთად გადაქცევის გამო. მაგალითისთვის მოყვანილია ალექსანდრე შირსკის სტატია, რომელშიც ის წერს, რომ მოხალისეთა ჯარსა და მთავრობას შორის უპირატესობა მას უნდა მიეცეს, რომელიც რუსეთის დემოკრატიას წარმოადგენს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს საერთაშორისო კლუბში (პეტრე დიდის ქ. N6) ბოშათა რომანსებს შეასრულებენ: თამარა წერეთელი, ოლღა დუნდერი, ს. ი. ლიახოვი, ბორის პროზოროვსკი. ყოველდღე უკრავს ორკესტრი სტუკელის ხელმძღვანელობით.
ტიპი: ავტორობა
1920 წელს გამოვიდა ევ. ნიკოლაძის „საქართველოს ისტორია“ (გამომც. „მერანი“. ქუთაისი) – სახელმძღვანელო საშ. სასწავლებლის VI კლასის მოწაფეთათვის.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის საბჭომ დაადგინა, პალატის საპატიო წევრად აირჩიოს ამიერკავკასიაში მყოფი საფრანგეთის ყოფილი უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ-სანიტარული განყ-ის გამგე ვ. ლაშხაური თელავის მაზრაში გაემგზავრა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ადგ. ორგანიზაციების მოსაწყობად.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის განცხადება, რომ ის ჯარისკაცები, რომელთაც 26 აგვისტოდან საგანგებო სამხედრო სასამართლოების მიერ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი და, რომლებიც ფრონტზე გაიგზავნენ, სასჯელისგან პირობით განთავისუფლდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი წერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმში სიმაგრის კომენდანტის, მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორისთვის, ხოლო ასლებს მინისტრებისთვის, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიასთვის გადასაცემად, რომელშიც ამცნობს მოწინააღმდეგის პოზიციის ვარაუდს და სთხოვს მათ, შეაჩერონ საომარი მოქმედებები. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისსა და ბათუმში სამხედრო მინისტრსა და მიხაილოვსკის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც საჭიროდ მიიჩნევს შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან გაჩნდა იმედი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 20 საათსა და 30 წუთზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ტრაპიზონიდან ბათუმის კომენდანტს მთავრობის მეთაურ ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც მოითხოვს ოფიციალურ პასუხს სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, ვინაიდან დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია საომარი მოქმედებების განახლება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც ატყობინებს, რომ სროლა თურქეთის მხრიდან შეწყდება 21 საათსა და 30 წუთზე. ითხოვს დაუყოვნებლივ კატერს სურსათით, აგრეთვე დეტალურ ცნობებს თავდაცვის განსაკუთრებული დადგენილებების პაკეტის შესახებ. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 11 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ტრაპიზონიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც მოითხოვს ოფიციალური ნაბიჯების დადასტურებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ან დელეგაციის გაწვევას. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ უარი თქვა წოდების მიღებაზე. წოდების მიღება თუ აუცილებელი იყო, მიიღებდა მას იქ, სადაც ეტყოდნენ, მაგრამ სანამ სადმე წოდების მისაღებ კომისიებს მოაწყობდნენ, მანამდე ითხოვდა ხელახლა ეშუამდგომლა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს მთავარგამგესთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასის მოწმობა, უფლებით გათანასწორებული იყო გიმნაზიებთან და 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი მას უფლებას აძლევდა წოდების ხარისხის მიუღებლად დამტკიცებულიყო უმაღლესი დაწყებითი სკოლების მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასის (კურსის) დამთავრების მოწმობა ჰქონდა, რაც უფლებას აძლევდა, სახალხო განათლების მინისტრის გასული წლის ცირკულიარის თანახმად, ქართული ენა ესწავლებინა არამც თუ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, არამედ გიმნაზიის ყველა კლასში. ასევე იგი ამზადებდა საბუთების სახით სამ მოწმობას და ორ ამონაწერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 მარტს 12 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს ბათუმის სიმაგრის კომენდანტსა და მინისტრ რამიშვილს წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ვეჰიბ-ფაშა არ არის თანახმა ვადის გახანგრძლივებაზე, რის გამოც შესაძლებელია ბრძოლების განახლება. დაგვიანებაზე თვითონ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გზების სამინისტროს სასწავლო განყოფილებას 7 მაისის N785 მინაწერის პასუხად აცნობეს, რომ საკითხი რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის დამტკიცების შესახებ გადაიდო.