რეგისტრირებული ფაქტები91859
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წლის 5 მაისს დაკავებული ანანია ანდრიას ძე სტურუა ცხოვრობდა თბილისში, ვოროშილოვის ქ. N29-ში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და მასთან ერთად სამხედრო ცენტრის ყველა წევრი დააპატიმრეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილს საგანგებო სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშვიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს გენერალი ვარდენ წულუკიძე 14 პატიმართან ერთად თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის” ტერიტორიაზე.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, მგონი ორახელაშვილი ყველაზე ჭკვიანი კომუნისტია კავკასიაშიო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გაზეთები მივიღე, მადლობელი ვარ, თუმცა უნდა გამოგიტყდე, ვერცერთი ცოცხალი სტრიქონი ვერ წავიკითხეო.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, მე წინა წერილში უბრალოდ ფაქტებზე მივუთითებდი, შენ კი ამაზე გაბრაზდი, ჩაიქნიე ხელი ჩემზე და წახვედიო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და ურჩია ყველანაირად ეცადა გერმანიაში ჩასვლა და იქ მკურნალობა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გამოჯანმრთელებამდე პარიზიდან საქართველოში ნუ ჩამოხვალ, მგზავრობისგან თავი შეიკავეო.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, შენი ავადმყოფობის ამბავმა ძალიან დამამწუხრაო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, 26 მაისს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა კრება გამართეს კაფე „ვოლტერში“, რომელსაც მეც დავესწარიო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ წინა ღამეს გრიგოლ რობაქიძე დაესიზმრა.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და სთხოვა, შენი სურათი გამომიგზავნე, ძალიან მომენატრა ნაცნობი სახეების დანახვაო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, პარიზში, ჩემი ჟურნალის გამომცემლობაში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმება მსურსო.

