რეგისტრირებული ფაქტები81476
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის მე-7 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N 46 ბრძანების თანახმად, 10 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად ყოფილი სახალხო მასწავლებელი სავლე იოსების ძე აბულაძე დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა სავლე იოსების ძე აბულაძემ 1911 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს ახალქალაქის გამგეობა კოოპერატივის წევრებს აუწყებს მათი თანამშრომლის, თამარ ალექსანდრეს ასული კეზელი-თარხან-მოურავის გარდაცვალებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N188 ბრძანებით, გრიგოლ მალაქიას ძე ჯაფარიძე ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ სავლე აბულაძე თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ოლღა ანდრიას ასული ბოდისკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნატალია იოსების ასული გუფელდი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნეონილა სპირიდონის ასული ჯინჯიხაძისა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, ტრუფანოვი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის მიწათმოქმედების პრაქტიკული მუშაობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, პოროშინი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს რ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ს. მ. კიროვი თბილისის გაზეთების წარმომადგენლებს ესაუბრა ბაქოში გამართული აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ დედა ალექსანდრა დავითის ასული მართაშვილი, მღვდელი დავით სართანიძე, მისი მეუღლე მარიამი, ეფრემ დავითის ძე სართანიძე, მისი მეუღლე შუშანიკი, ნადეჟდა დავითის ასული ბერიძისა, ელისაბედ დავითის ასული ხოსიტაშვილისა მწუხარებით აუწყებენ ახლობლებსა და მეგობრებს, რომ 28 ნოემბერს გარდაიცვალა ნინო კონსტანტინეს ასული მართაშვილი. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 მარტს გამართულ განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოქალაქე ბ. ჯომარჯიძეს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი რუსული სკოლის გახსნის უფლება მისცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე მიქაბერიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე-დირექტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლავრენტი ჩიმაკაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მაქსიმე ბერძნიშვილი საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, უფროსი მილიციონერი ვასილიევი მოვალეობის დაუდევრად შესრულებისთვის მილიციის უფროსმა ერთი კვირით დააპატიმრა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 25 სექტემბერს მადათოვის ქუჩაზე კოგიდაჩიანცის სახლი გაძარცვეს, წაიღეს 86 ათასი მანეთის საქონელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 სექტემბერს, ღამით, ფილაროვის სახლი გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა წაიღეს 16 000 მანეთი რუსული ფული, 30 000 მანეთის ბონები, ოთხი რევოლვერი და სხვა საქონელი, სულ – 134 მანეთის ფული და საქონელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო ივანე ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოსცემს ჟურნალს „ვაზი და ღვინო“, რომლის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული ახალი ცნობები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23-27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესი, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ: პ. ავერკინი, ტრიფონ გრიგოლის ძე ბააკაშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი. ა. ა. ეგოროვი, გ. ა. წინამძღვრიშვილი, ს. ნ. ტიმოფეევი, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე წულუკიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, კ. ნაკაშიძე, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი, ნ. კ. მაქარაშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 15 ივლისს ლადო მესხიშვილი არტისტული საზოგადოების თეატრში პირველად მონაწილეობდა წარმოდგენაში „ინსტინქტი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართებოდა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.