რეგისტრირებული ფაქტები89726
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა ბრეთის სამკითხველოსთვის წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა ალექსანდრე კოღუაშვილი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 29 აგვისტომდე ალექსანდრე კოღუაშვილი ვანის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იყო.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ დიხაშხოში აჯანყებულებთან შეტაკებისას ერმილე ძაგნიძე დაიღუპა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის პარტიული ინსტრუქტორი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის სოფლის მასწავლებელი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას ონიფანტე ეფრემიძე დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ საჭამიასერში აჯანყებულებმა გიორგი ზაქარეიშვილი მოკლეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 29 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა მაქსიმე ქველიაშვილი. დაჭრილმა რამდენიმე დღით ტყეს შეაფარა თავი, მაგრამ უკან დახევისას აჯანყებულებმა მოკლეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიჭრა 43 წლის ლუკა ივანიასძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჯავახოს მახლობლად აჯანყებულებთან შეტაკებისას ბესარიონ მეფარიშვილი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ პატრიკეთში აჯანყებულებთან შეტაკებისას კალისტრატე მაღლაფერიძე დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას 23 წლის მიხეილ (მიშა) მეძმარიაშვილი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა გრიგოლ ხობუა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ საყულიაში აჯანყებულებთან შეტაკებისას გალაქტიონ (კოკი) კანდელაკი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ დვაბზუში აჯანყებულებთან შეტაკების დროს დაიღუპა მაკარ ართილაყვა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გერონტი ლუკას ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 2 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იერეთეოზ ანდიას ძე ნიკოლაძე გარდაიცვალა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 2 სექტემბერს ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ნესტორ ანდრიას ძე ლეჟავა გარდაიცვალა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებულ ივანე ბეგლარის ძე ღლონტს ჰყავდა: მეუღლე, ლეო – 30 წლის, დიასახლისი, შვილები: ტატიანა – 8 წლის, ბუბუნა – 6 წლის; სოსიკო – 4 წლის, მცხოვრებნი ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.

