რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 17 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლის საიუბილეო საღამო.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 იანვარს არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში (შრომის ქუჩა N83), დააკავეს და ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ესწრებოდნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების ვექილს, პეტრე ივანეს ძე ქავთარაძეს, დამატებით ერთი კვირა მიეცა მთავრობის ვალის განაღდების საკითხის მოსაგვარებლად.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე 1922 წლის 15 ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შედგენილი საზოგადოების ოქმები წაიკითხეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 25 იანვარს ახალციხის პოლიტბიურომ გიორგი ოთხმეზური დააპატიმრა. 24-25 იანვრის ღამეს მოროზოვის ბრძანებით ოთხმეზურის გარდა 18 ადამიანი დაიჭირეს და კიდევ 8 პირის დაჭერას გეგმავდნენ.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი დავითის ძე ოთხმეზური 1923 წლის 25 იანვრამდე, მის დაკავებამდე ახალციხეში ცხოვრობდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის თებერვალში ბოლშევიკ ობოლაძის მოკვლის შემდეგ გურიაში რეპრესიები დაიწყო და გიორგი სალუქვაძეს დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. იგი იძულებული გახდა, არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყო და პარტიული მუშაობა გაეაქტიურებინა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის თებერვალში პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ვარდენ წულუკიძე ცენტრის 14 წევრთან ერთად დააპატიმრეს, საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი წულუკიძე დააპატიმრა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის თებერვალში ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წულუკიძე საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ჩეკას სპეციალურმა კოლეგიამ, ე.წ. „ტროიკამ“, კოტე აფხაზს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი როსტომ მუსხელიშვილი და „სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლის, თამარ ჯარიაშვილის ხელფასი 8 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 55 935 000, აგვისტოში კი – 96 497 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 2% საწევრო გადასახადისთვის ექვითებოდათ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკრის მოადგილე ელენე კარიჭაშვილის ხელფასი 5 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 41 951 000, აგვისტოში კი – 72 371 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ხელფასი 14 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 89 496 000, აგვისტოში კი – 154 395 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკარ ოლღა დემურიშვილის ხელფასი 3 800 000 მანეთი იყო, ივლისში – 33 561 000, აგვისტოში კი – 57 898 000 მან.

