საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85415

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქის თავად აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილი ახალციხეში აფთიაქის გახსნას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ ა. კავთელის სტატია „სოფ. საგარეჯო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კუტლერი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის ელჩი პავლე ლესარი პეკინში გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. გ. დუკელსკიმ სადგურზე, არმიანცის სახლში სატეხნიკო კანტორა გახსნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ელისაბედ დიმიტრის ასული ნათიშვილისა მეუღლის, ილია ბარამის ძის გარდაცვალებას იუწყებოდა. დაკრძალვა 26 თებერვალს, კუკიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იბრაჰიმ ქერბალაი მამედი ოთხმა შეარაღებულმა კაცმა მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ ამირაღოვმა ძვირფსეულობის დაგარგვის გამო ეჭვი მოსამსახურე ვალერიან ქორიძეზე მიიტანა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია როცენს მატარებელმა გადაუარა და ორივე ფეხი მოწყვიტა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ფაღავა მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ გაბრიელის ძე მაყაშვილის სახელზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლში“ ეკატერინა კონსტანტინეს ასული ნაკაშიძე მადლობას უხდის ნათესავებს და მეგობრებს, რომელთაც გაიზიარეს მისი მწუხარება მეუღლის, ტიფო ნაკაშიძის გარდაცვალების გამო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ კესარია გიორგის ასული და იოსებ როსტომის ძე ტატიშვილები მადლობას უხდიან ყველა იმ პირს, რომელთაც გაიზიარეს მათი მწუხარება შვილის, ლეო ტატიშვილის გარდაცვალების გამო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ ნინო გრიგოლის ასული აბაშიძე, მარიამ გრიგოლის ასული ძნელაძე, გრიგოლ, თამარ, ლუარსაბ, ლევან და ნინო ძნელაძეები, ეფროსინე ქაიხოსროს ასული კლდიაშვილი, სვიმონ, ანასტასია, ალექსანდრე, ანდრია და ელისაბედ კლდიაშვილები ნათესავებს და ნაცნობებს მიხეილ გრიგოლის ძე ძნელაძის გარდაცვალებას აუწყებდნენ. დაკრძალვა ქუთაისში, 7 მარტს, საფიჩხიის ეკლესიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ ნინო და ანნა ნიკოლოზის ასული შატბერაშვილები, ლავრენტი ივანეს ძე და მელანია ივანეს ასული კიკვიძეები, ეფემია ივანეს ასული ციციშვილი, ლიდია ივანეს ასული გოგიტიძე ნათესავის, ანასტასია სვიმონის ასული შატბერაშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა სოფელ კავთისხევში, კვირას, 10 აპრილს გაიმართებოდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 23 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მ. ი. გვარამაძე მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსი ჯანჯუღაზოვს უვარგისი პროდუქტის გაყიდვისთვის ერთი თვით პატიმრობა შეეფარდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 დეკემბრის „დროებაში“ დავით გრუზინსკის სტატია „აზრი აზიურ საზოგადოებაზე“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზ. ბ. ტერ-ასატუროვი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ი. გ. ფონდოევი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.