რეგისტრირებული ფაქტები89722
სორტირება თარიღი მზარდობით
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმთა სხდომა შედგა, რომელზეც კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის შემადგენლობა აირჩიეს. კომიტეტის წევრები იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლელი ჯაფარიძე, ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი, დავით კლდიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, არისტო ჭუმბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა აფხაიძე და აკაკი ფაღავა.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს საქართველოს ალკკ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ბუჯიაშვილი, სილაძე, მ. გობეჩია, გ. ჯავახაძე, ს. ჭანკვეტაძე, ტ. ნესტოროვი, მ. აზარაშვილი, ს. არუთინოვი, მ. გელაძე, ვ. ჟღენტი.
1927
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 1-ელ სექტემბერს სიმონ წვერავა დანიშნეს თბილისის მე-7 საშუალო შრომის სკოლაში საზოგადოებათა მეცნიერების მასწავლებლად და მეცხრე კლასის დამრიგებლად.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის წერილს უგზავნიან არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მეუღლეს ალვარეს დე ტოლედოს მიღებაზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართებოდა. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, მისი მეუღლე კი ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ნოემბერში ელენე ლომაძეს ქუნთრუშა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბერში სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის საკლუბო კომისიის დირექტორი სოლომონ ახვლედიანი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წლის დეკემბერში პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს იოსებ სტალინი, ალექსეი რიკოვი, მიხეილ კალინინი, ნიკოლაი ბუხარინი, იან ერნესტის ძე რუძუტაკი, კლიმ ვოროშილოვი, ანასტას ოვანესის ძე მიქოიანი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, სერგო ორჯონიკიძე, მიხეილ ტომსკი, ულგანოვი, ემელიან იაროსლავსკი, სტანისლავ კოსიორი, ვიაჩესლავ მენჟინსკი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა, ახალგაზრდა მარქსისტს, ვასილ დავითაშვილს გამომძიებლებმა ალინინმა და კუშჩევმა დაპატიმრების დროს ქუჩაში სცემეს, ორ ადგილზე გაუტეხეს თავი და დასისხლიანებული, გრძნობადაკარგული მიიტანეს ჩეკაში, გრძნობაზე რომ მოვიდა, კიდევ სცემეს და ჩასვეს სარდაფში;
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა ვასილ დავითაშვილს ჩეკაში ორი თვის განმავლობაში დასაკითხად ყოველი გამოძახების დროს სცემდნენ გამომძიებელები: ალინინი, კუშჩევი, ნაზაროვი, თოდუა და სხვ. ალინინი სახეში აფურთხებდა. ცემისგან გახეთქილი ჰქონდა ყურის აპკი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, დავით ჩუთლაშვილი 11 თვე ბნელ სარდაფში იჯდა და აწამებდნენ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ივანე (ვანიჩკა) ხუნდაძეს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 9-8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეჩექმე, სოციალ-დემოკრატი ტრიფონ სამხარაძე ერთი თვე ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. 8 დღე სასმელ-საჭმელს არ აძლევდნენ. თბილისის ჩეკაში გადაყვანის შემდეგ ჩააგდეს საყინულე საკანში, საიდანაც გრძნობადაკარგული გაიტანეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, მიხეილ თურმანიძე ოზურგეთის ჩეკას ცივ ერთეულში ჰყავდათ ჩაგდებული და დღეში ნახევარ გირვანქა პურს აძლევდნენ. გამომძიებელები: ისაკაძე და სიმონიშვილი.

