რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხვთისო ურჭუკას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ გიგია შიშიას ძე ჭინჭარაული მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს პოლიციამ ავჭალაში აღმოაჩინა და გაანადგურა ლაბორატორია, რომელშიც სიმონ ტერ-პეტროსიანი, ილიკო ჭაჭიაშვილი და ვანო ლეონტის ძე კალანდაძე ე. წ. ავჭალურ ბომბებს ამზადებდნენ.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის საშუალებით აპირებდნენ ამერიკის მთავრობასთან კავშირის დამყარებას და მისგან იარაღის მიღებას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 აგვისტოს თბილისში განლაგებულ კაზაკთა რაზმებს სიმონ ტერ-პეტროსიანის, ილიკო ჭაჭიაშვილისა და ვანო კალანდაძის მიერ დამზადებული ბომბები ესროლეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე კერძო ვექილის, ხარიტონ ფაჩულიას სახლი გაქურდეს, ქურდებმა წაიღეს ოთხ თუმნამდე ღირებულების ძეწკვიანი ოქროს საათი, ასევე ფული და კანონთა კრებულის IX ტომი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში გაიმართა პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და სხვ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს თბილისში ჩამოვიდა ტაშკენტის გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-ლეიტენანტი კოროლკოვი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით საქართველოში შეიქმნა პირველი მარქსისტული ჯგუფი „მესამე დასი“ (მოსახლეობაში „ახალი თაობის“ სახელით ცნობილი).
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად ჩაინიშნა გაზეთ „ნოვოე ოზოზრენიეს" რედაქტორ გიორგი მიხეილის ძე თუმანოვისა და გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქტორად ნამყოფი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ დიფამაცია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, თ. ნ. ბოგომოლოვი, პ. კ. ვერესოვი, ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, ფ. კ. ჰინი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მელვილის სამმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სარწმუნოება".
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი ივანე ლაზარენკო მაზრის უფროსად გადაიყვანეს შორაპანში, სადაც ადრე შვიდი წელი მსახურობდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვანიჩკა ყარანგოზაშვილი დუშეთის მამასახლისად აირჩიეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაჭრილთათვის მზრუნველი ალექსანდრეს კომიტეტის წევრად დაინიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისას ალექსანდრე კოსიანოვი, ხაბურზანია, ღოღობერიძე, ჩიჩუა და ბაბუნიშვილი მძიმედ დაიჭრნენ, ხოლო თევდორაძე ადგილზე გარდაიცვალა .
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო პალატამ ბეგლარ ზაქრაძეს 5 წლით, ერემია ჯიგველაშვილს და სერგო ნიკურაძეს 10-10 წლით, ხოლო დავით კობალაძეს 8 წლით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ილია ნებიერიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრებმა ათისთავად აირჩიეს.