საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილ წერილში (II), რომელსაც ხელს აწერს რუსეთში გადასახლებული 27 ქართველი პატიმარი, აღნიშნულია, რომ ისინი 5 ოქტომბერს მოსკოვიდან ქურდულად მოიტაცეს და სადღაც წაასხეს, წინასწარ მიუსაჯეს 76-ე და 66-ე მუხლები, ან პატიმრებად და ჯაშუშებად მონათლეს, და გადაჰყავდათ სოლოვკაში. ხელმომწერები: ვახტანგ ბარათაშვილი, სევერიან აროშიძე, გიორგი თოდუა (საჭამიასერი, გურია) და სხვ.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილ წერილში (II), რომელსაც ხელს აწერს რუსეთში გადასახლებული 27 ქართველი პატიმარი, აღნიშნულია, რომ ისინი 5 ოქტომბერს მოსკოვიდან ქურდულად მოიტაცეს და სადღაც წაასხეს, წინასწარ მიუსაჯეს 76-ე და 66-ე მუხლები, ან პატიმრებად და ჯაშუშებად მონათლეს, და გადაჰყავდათ სოლოვკაში. ხელმომწერები: დომენტი ჯაყელი (აკეთი, გურია), ვასო კეჭაყმაძე, პარმენ ღამბაშიძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვკაში იმყოფებოდნენ: მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი ვასო დავითაშვილი, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი მეტია დგებუაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი თოდუა და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სამხედრო, სოციალ-დემოკრატი კალისტრატე ქვირია, სამხედრო, სოციალ-დემოკრატი დომენტი ჯაყელი, მუშა, სოციალ-დემოკრატი ერემია მეჩეხია, გლეხი, სოციალ-დემოკრატი სერაფიონ კეკელიძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი სალუქვაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი მარგალიტაძე, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი პავლე გიორგაძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი ევტიხი ცერცვაძე, რკინიგზელი, სოციალ-დემოკრატი სევერიანე აროშიძე, ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატი სოსო აბდალაძე სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სოციალ-ფედერალისტი ვასო კეჭაყმაძე, მუშა, სოციალ-ფედერალისტი ვარლამ ტყეშელაშვილი სტუდენტი, სოციალ-ფედერალისტი მიშა გაბელაშვილი და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: ეროვნულ-დემოკრატი პეტრე კურცხალია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი სილიბისტრო ყენია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ შონია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი იასე ფავლენიშვილი და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, ეროვნულ-დემოკრატი კოლია ჭანტურია, ეროვნულ-დემოკრატი, ინტელიგენტი შალვა დადიანი, ფერშალი, ეროვნულ-დემოკრატი ჭიჭინაძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: დიღმელი გლეხი, უპარტიო კოლია სუთიაშვილი, ღარიბი გლეხი, უპარტიო სოკრატ ხოჭოლავა, ფერშალი, უპარტიო, 73 წლის მოხუცი ექვთიმე ორაგველიძე და სხვ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, პოლიტიკური პატიმარი შალვა ბურჯანაძე გადასახლებული იყო რუსეთში.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდილი წერილის „რეპრესიები გურიაში“ მიხედვით, 1925 წელი გურიაში რეპრესიების წელი იყო, ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც დაჭერილი ან გადასახლებული იყო, ლავრენტი ბერია („გრუზჩეკის“ თავმჯდომარე) სანახევროდ ოზურგეთში იჯდა და პირადად ხელმძღვანელობდა რეპრესიებს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „რეპრესიები გურიაში“ მიხედვით, რამდენიმე ხნის წინ კ. სულაქველიძემ თავისი შტაბით გურიის სოფლები მოიარა არალეგალურად მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილთა შესარიგებლად, ვითომ ვინც შეურიგდებოდა, ხელს არ დააკარებდნენ, მაგრამ თბილისში არც იყო ჩასული, რომ ჩეკამ ამ ხალხს ჩამოუარა და ჯერ ოზურგეთში ჩარეკა, მერე თბილისში გაისტუმრა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილის „ჩვენი უთანხმოება“ (თავი მესამე: საბჭოთა კავშირში) თარგმანი რუსულიდან.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „მეოთხე არალეგალური ყრილობა“ (შთაბეჭდილებანი), რომელშიც აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ჩეკას მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურების, ბერია-კახიანის სასტიკი რეპრესიების, ათასობით მებრძოლის დახვრეტის და სოლოვკაში გადასახლებისა, გაიმართა პარტიის მეოთხე არალეგალური ყრილობა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა მადლობის წერილი გაუგზავნა ვლადიმერ ახმეტელს ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე დაიწყო სტუდენტთა სამხედრო ლაშქრობა, რომლის მიზანიც მათთვის ბრძოლის საშუალებების გაცნობა და იმ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება იყო, რომელიც ზამთრის განმავლობაში შეიძინეს. ლაშქრობას ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსთა შემადგენლობა ხელმძღვანელობდა: კლემენტიევი, ბოგდანოვი, გედევანიშვილი, სერიოდკინი, ხაბუკოვი, სოკოლოვსკი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს წყალთა სამმართველოს უფროსი ბესარიონ გოგია წყალდიდობასთან მებრძოლი საგანგებო სამეულის წევრად დაინიშნა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე მარიამ ორახელაშვილის თავმჯდომარეობით ხევსურეთში ახალი სკოლებისა და სამკურნალოების ასაგებად მთავრობის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწვია სპეციალური სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსი ყამარაული, სუჯიაშვილი, ივანე ფრანგულიანი, გ. თედორაძე და ს. ფანცხავა. ორახელაშვილმა წაიკითხა მოხსენება სკოლებისა და სამკურნლო დაწესებულებების გახსნის შესახებ. ა. კალაშნიკოვს პროექტის მომზადება და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ეწვია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს, მერე მოხსნება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს ალექსანდრე ყამარაული ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კომისრის მოადგილედ მუშაობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ვინმე სოლომონი, რომელმაც გიგო შარაშიძის თარგმანი მიიღო, მას გამოცემას შეჰპირდა და მისწერა, რომ ფსევდონიმი „სოფლის მასწავლებელი“ ზოგადი იყო და სახელის გარეშე ცენზორი წიგნს არ დაბეჭდავდა.