საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86384

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ილიკო იმერლიშვილს შემთხვევით ხელში ბომბი აუფეთქდა და დაიღუპა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს დიაკვანმა არჩილ იოსებიძემ პოლიციას უთხრა, რომ ნაძალადევში მოკლული ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი არ იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს ილიკო იმერლიშვილმა გაქცევა მოახერხა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ნაძალადევში პოლიციამ ტერორისტი ივანე ფარესიშვილი მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილიკო იმერლიშვილი მეგობრობდა გურულ ფირალებსა და ტერორისტებთან, განსაკუთრებით ერასტი ჯორბენაძესთან.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ზურაბის ძე ელიავა სახალხო კომისარი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს თბილისის საბაჟოს მძარცველებს მოკავშირე საბაჟოშიც ჰყავდათ, ეს იყო მეკარე მათიაშვილი.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ეგნატე პალჩიკოვიჩი მეტეხის ციხის მეკარე იყო.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წელს შემოქმედის ციხესთან იოთამ ბოლქვაძემ ი. ო. პუზირევსკი მოკლა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შიო არაგვისპირელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაიქცნენ პატიმრები, მათ შორის იყო ზაქრო ტურუკიანციც.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სასულიერო აკადემიის ყოფილი მოსწავლე ეფემ კუჩუკი ანარქისტების პარტიის წევრი იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 29 მაისს თბილისის საბაჟოს მძარცველებიდან 3 კაცს დარაჯები დაეწივნენ და მოკლეს, მოკლულთა შორის იყო ზაქრო ტურუკიანციც.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ იროდიონ ევდოშვილის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 29 მარტს ვლადიმერ ლენინის მიერ სერგო ორჯონიკიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მეთერთმეტე არმია აზერბაიჯანში უნდა დაბრუნებულიყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ გერონტი ქიქოძეს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შალვა დადიანს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს მოკლული დამნაშავის ამოსაცნობად მისულმა ილიკო იმერლიშვილის ოჯახმა იცრუა და მოკლული იმერლიშვილად გამოაცხადა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ილიკო იმერლიშვილი დიაკვან არჩილ იოსებიძეს დახვდა და ღალატისთვის თავი მოაჭრა, მოჭრილი თავი კი ფოსტით სასამართლოში გაგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს მძარცველებმა ზაქრო ტურუკიანცმა და ილიკო იმერლიშვილმა, თბილისის საბაჟოზე თავდასხმის დროს მოკლეს საბაჟოს მმართევლი და კიდევ სამი ადამიანი.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკო ლომოურის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვაჟა-ფშაველას ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ოვანეს თუმანიანს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტის ღამეს სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე, დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. შეიპყრეს, ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, შეკოჭილები ურემზე შეყარეს და რუსეთში წაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.