რეგისტრირებული ფაქტები86586
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სამერნეო-საგამგეო კომისიის შემადგენლობას გერასიმე მახარაძის, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ერაძის ნაცვლად ილია ბადრიძე, ვასილ წულაძე და ნოე ცინცაძე დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის შემადგენლობას ნოე ჟორდანიასა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად, ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე საბახტარაშვილი დაემატნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი; მდივანი და მდივანის ამხანაგი – დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად აირჩიეს ივანე გობეჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საფინანსო კომისიის წევრად აირჩიეს ილია კაკაბაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მუშათა კომისიის წევრად ლეო შენგელიას ნაცვლად ვასილ ბარბაქაძე აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გზათა კომისიის შემადგენლობაში ნიკო ნიკოლაძის ნაცვლად შალვა ამირეჯიბი დაინიშნა.

