რეგისტრირებული ფაქტები86940
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკო ნიკოლაძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართელოს საზღვარი უნდა გასცდეს დარიალის ხეობას რკინიგზის მშენებლობის მიზნით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამხედრო სექციას განზრახული აქვს მაჰმადიან ქართველებს ყველა სკოლაში გადასცეს სტიპენდიები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სამიწადმოქმედო კომისრის ამხანაგად ნოე ხომერიკი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე უნივერსიტეტის მართვა-გამგეობაზე ისაუბრა გრიგოლ ლორთქიფანიძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილს სამხედრო ნაწილში წესრიგის დასამყარებლად საჭირო ზომების გატარება დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე მაყაშვილის წინადადება ხელოვნების სექციის დაარსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ბაგრატ ჟურულის წინადადება ტექნიკური სექციის დაარსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმად თავადზანაურობის საერთო ქონება ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშილის ინიციატივით აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ მოხსენების მოამზადება და წარდგენა დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე მესხმა სხვადახვა სექციებისგან ხარჯთაღრიცხვების წარდგენა მოითხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სამხედრო სექციამ დააჩქარა დამატებითი პოლკების შედგენა, ჯარის ნაწილებში დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა და სახალხო მილიციის პროექტის შემუშავება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.

