რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობითი იუწყება, რომ ერთ-ერთმა თავადიშვილმა გაუგზავნა თხოვნა რეალური სასწავლებლის დირექტორს, მისი შვილისთვის არ ესწავლებინათ ქართული ენა, რაც ამტკიცებდა, რომ შვილების აღზრდისთვის სულ უბრალო ჭეშმარიტებაც კი ვერ გაითავისა ქართველმა ხლხმა და მათ მომავალს მშობლები უმახინჯებდნენ მცდარი და მახინჯი გადაწყვეტილების მიღებით.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „თბილისის უწყებებში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც პედაგოგებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს განათლების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა წერილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, არა მარტო მოსახლეობისა, არამედ მმართველი პირებისა. ამ წერილის მთავარი აზრი იყო, რომ განთლების წყობილება, რომელიც პირველადი ცოდნის მისაღებად დედა ენის შესწავლას უარყოფდა, ამით ახალ თაობას ჩაგრავდა და ახშობდა მათ განვითარებას, ამდაბლებდა და სიღარიბისკენ მიჰყავდა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლები მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი და გამართულნი, საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ მომავალ თაობას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების გლეხკაცობის ძირითადი ხარჯი ფოsტის ფული იყო. ამ პერიოდში ქუთაისსა და თბილისის გუბერნიებში სულ 171 241 კომლი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან სახელმწიფო წლიურად 450 416 მანეთსა და 83 კაპიკის იღებდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელს, დავით ჩუბინაშვილსა და ალექსანდრე ცაგარელს პეტერბურგში შეუთვალა „ივერიისთვის“ მასალები მიეწოდებინათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში შეუთვალა, მისთვის გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდი შეეძინა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში „ივერიის“ პირველი ორი ნომერი და წერილი გაუგზავნა, თან შეუთვალა, გაზეთები ივანე მაჩაბლისა და დავით ჩუბინიშვილისთვისაც გადაეცა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 მარტს მარი ბროსემ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ ფრანგულად თარგმნა დაამთავრა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მარტს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად ბანკის წლიური ანგარიში დაამტკიცა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 12 მარტს სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ იესეს ძე კაპეტივაძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 16 მარტს საზანოს მაცხოვრის ფერისცვალების (ალავიძეების) ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითის ძე მაცაბერიძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე და ბევრი ინფორმაციით დატვირთული ისტორია გერმანიის სახელმწიფოს შესახებ, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გერმანიის სახელმწიფოს შესახებ ზოგადი ცნობებისა და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ქართული ანდაზები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვისა და ვართანოვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხისა და ბატონის ურთიერთდამოკიდებულებისა და ვალდებულების შესახებ. ასევე ვიგებთ, თუ რა ხერხით ცდილობდა გლეხი საბოლოო შესყიდვით მიეღო სახლი ბატონისგან, თუ როგორ ინაწილებდნენ ისინი მოსავალს და რა დახმარებას უწევდა სახელმწიფო და ბანკი გლეხს ადგილ-მამულის შეძენაში. საბოლოოდ საქართველოში ბატონ-ყმობის გაუქმებას მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკასიის“ 46-ე ნომერში დაიბეჭდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სასწავლებლის ინსპექტორ ლიხაჩოვის განცხადება, რომ მას ქართული ენის სწავლებისთვის არავითარი დაბრკოლება არ შეუქმნია, პირიქით, იანვარში სასწავლებლებისთვის ქართული სახარება და „დედა ენა“ გაუგზავნია, თუმცა საპირისპიროს აცხადებს სახალხო სასწავლებელთან დაახლოებული პირი, რომ სასწავლებელში სტუმრობის დროს ლიხაჩოვმა მასწავლებლებს განუცხადა: „დაანებეთ თავი თქვენს ენას, ჯანდაბას, დაიკარგოსო“, რაც შეეხება „დედა ენისა“ და სახარების გაგზავნას, მართალი იყო, თუმცა სასწავლებელში სადაც ორასამდე ქართველი ბავშვი სწავლობდა ათიოდე ეგზემპლარის გაგზავნა რა შედეგს გამოღებდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა, რომ მთავრობამ თბილისის მაზრის ორად გაყოფა გადაწყვიტა. ყაზახ-ბორჩალოსგან ერთი დამოუკიდებელი მაზრა შეიქმნებოდა, რომელსაც ცალკე მაზრის უფროსი და გამგე ეყოლებოდა. რადგან თბილისის მაზრა ძალიან დიდი იყო და ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა ყველა მაზრაზე ეზრუნა, ეს გადაწყვეტილება ძალზედ დროული იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად მთავრობამ თბილისში ახალი თეატრის აშენება გადაწყვიტა, რის გამოც არსებული საზაფხულო თეატრი უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მოსახლეობის ნაწილის გულისტკივილს გამოიწვევდა. ასევე წარმოდგენილია რედაქციის აზრი, რომ საზოგადოებას მწიგნობრობა ცხოვრებას ყურით „აყურებინებს“, თეატრი კი თვალით, ამიტომ სასურველი იქნებოდა ვინმეს ეშუამდგომლა მთავრობასთან და „საზაფხულო თეატრი“ ქართულ-სომხური წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი სტატია, რომლის ავტორი „კახის სასწავლებლის“ ხელმძღვანელი როსტომაშვილი იყო. მისი თქმით, ეს სასწავლებელი 8 წელია ფუნქციონირებდა, ამ ხნის განმავლობაში მათ წელიწადში 80-მდე ბავშვი უნდა აღეზარდათ, თუმცა სულ თხუთმეტიოდე ბავშვის აღზრდა მოახერხეს, ისიც არასაფუძვლიანად. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება ყოველმხრივ გამართული იყო ბავშვები ვერ ახერხებდნენ მიეღოთ საჭირო ცოდნა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული ენის სწავლების გაუქმება გახლდათ.

