რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს ეფრემ ეშბა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1915
ტიპი: ნასამართლეობა
1915 წელს გაბო იმერლიშვილი, რომელმაც ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის კატორღაში 18 წელი გაატარა, შინ დაბრუნდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს იოსებ სტალინი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეს, ტუსაღ ლექსო ჩუბინიძეს კატორღის დარჩენილი წლები აპატიეს და სახლში დაბრუნდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წელს ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის დაჭერილმა ლექსო ჩუბინიძემ კატორღაში 12 წელი გაატარა და შემდეგ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 3 ივლისს ალექსანდროპოლში დაშნაკებმა გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი მოკლეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის მაისში მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ყარსში კაზაკების დივიზიის უფროსად დანიშნეს.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს მ. ცაგურია აფხაზეთის სახალხო საბჭოს დამოუკიდებელთა ფრაქციის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს თახსიმ ხიმშიაშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე რუსეთის რაზმზე თავდასხმის ერთი-ერთი ორგანიზატორი იყო ბენია ჩხიკვიშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ა. საჯაია რკპ(ბ)ის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს წარმომადგენელი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლიდან ბრილში ნიკოლოზ დიასამიძეს დაქირავებული ჰყავდა ჩეჩნების 150-კაციანი რაზმი, რომელიც გლეხებს აწიოკებდა, მოსვენებას არ აძლევდა.

