რეგისტრირებული ფაქტები87305
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გაიმართა დისკუსია კახეთის რკინიგზის მოსამსახურეთა ხელფასების გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. სხდომაზე გამოირკვა, რომ აფხაზეთს სურს იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, რომელსაც საქართველოსთან ექნება მეზობლური ურთიერთობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. ქართველთა მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს ნაწილი ფართო ავტონომიით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. დებულების თანახმად, ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური წყობის ფორმა უნდა შემუშავებულიყო აფხაზეთის დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელთა კრების მიერ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მზრუნველობის სექციის წევრებად დაინიშნენ პართენ გოთუა, ვასილ ყიფიანი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, ივანე გომართელი, გერ. ქიქოძე, პავლე საყვარელიძე, გიორგი ცინცაძე.

