რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ო. ნიჟარაძეს ქუთაისის საგუბერნიო წინამძღოლის თანამდებობა ეკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 აგვისტოს დ. ო. ნიჟარაძის მეთაურობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზურები ყვირილას სადგურზე მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს მიეგებნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ზესტაფონში შავ ქვაზე მუშაობის დაიწყება იქაური გლეხებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს მ. საქარელმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ უახლოეს მომავალში სოფელ საქარაში სკოლის აშენება იგეგმებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფელ მაიდანში მცხოვრებმა ნიკო ქობულიამ მამასახლისს სთხოვა, ეპოვნა და გამოეაშკარევებინა კაცი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად მის სახლს ქვებს უშენდა ხოლმე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჭალაგანიძის წერილი, რომელშიც ის ნატალია გაბუნია-ცაგარელს სამრევლო-საეკლესიო სკოლის დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
15 აგვისტოს სოფელ აბაშაში ელპიდა თოფურიას თაოსნობით სამრევლო-საეკლესიო სკოლის დასახმარებლად წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
15 აგვისტოს სოფელ აბაშაში ნატალია გაბუნია-ცაგარელის მიერ დადგმული წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით პელაგია მაყაშვილს მადლობა გადაუხადეს დაბა ხონში საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ მე-7 და მე-8 ნომრები, რომელებშიც სხვა ნაწარმოებთან ერთად, შიო მღვიმელის, დომენტი თომაშვილისა და ვანო ბირკაძის ლექსები იყო დაბეჭდილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილი სიღნაღის სამაზრო პოლიციის გამგეობის მეცხრე კლასის მოხელე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილს „კოლეჟსკი სეკრეტარის“ წოდება მიანიჭეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ სახლი, რომელშიც ბესარიონ ჯუგაშვილის ოჯახი ცხოვრობდა, 1920 წელს გორში დიდი მიწისძვრის დროს დაინგრა. 30-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ლიდერმა ლ. ბერიამ სრულიად შემთხვევითი ოროთახიანი ნაგებობა ი. ბ. სტალინის ბავშვობისდროინდელ სახლ-მუზეუმად გამოაცხადა.

