საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – ანანია სტურუა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წელს დავით ჩუთლაშვილი ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს და ფეხისალაგში ჩასვეს. მეტეხში ჩეხოსლოვაკიის ახალგაზრდების დელეგაციას განუცხადა, რომ ფეხისალაგში ახრჩობდნენ იმიტომ, რომ 27 წელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს გლეხი დიომიდე მარგალიტაძე დააპატიმრეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს დააპატიმრეს გლეხი, სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე, რომელიც ძმასთან, თედორესთან, ერთად მონაწილეობდა აჯანყებაში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გურიაში.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კოწია სამყურაშვილი იყო 26 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოდენკურის ორგანიზაციის მდივნის შიო ქურიძის ინფორმაცია „პარტიული ცხოვრება“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე წერილის „ჩვენი ტაქტიკა“ II ნაწილი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი „თანამედროვე იმპერიალიზმი და ერთა განთავისუფლება“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა 6-პუნქტიანი მიმართვა „პასუხი ძამანაშვილს და მის ამხანაგებს“ , რომელსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანიზაციის მინდობილობით ხელს აწერენ გიორგი ერაძე, დავით ბუაჩიძე, მიკიჩ ვარდოიანცი, ვალოდია გოგუაძე, ვასო ტუღუში, ვლასა მგელაძე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა წერილი „ადამიანის უფლებათა ლიგის საერთაშორისო ფედერაციის საბჭო საქართველოს შესახებ“ 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის აღამასრულებელი ორგანოს, საბჭოს, სხდომის შესახებ, რომლის თავმჯდომარე იყო ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი ვილმოტი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა მ. ბერიშვილის წერილი „დაღუპულ ამხანაგებს!“, რომელიც ეძღვნება საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლაში უმეტესად მოზარდი სოციალ-დემოკრატიის მოწინავე ნაწილიდან დაღუპულ მებრძოლებს.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე იყო 24 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგის ბოლო კურსის სტუდენტი.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე იყო ძველი სოციალ-დემოკრატის შვილი, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, ნიჭიერი და მომზადებული ახალგაზრდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე დამოუკიდებლობის დროს ჯერ მუშაობდა ქეთაისში, შემდეგ – გურიაში, ბოლოს – თბილისში და ყველგან ახალგაზრდების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძემ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ გურიაში როგორც ახალგაზრდებთან, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებში.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი თბილისში მესამე რაიონის კოლექტივთან მუშაობდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფარცხალაიშვილი იყო 22 წლის, სტუდენტი, ბათუმელი მუშის შვილი.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილი მეორედ დაატუსაღეს გოგიტა ფაღავასთან ერთად და ჩეკამ მას ხუთი წლით ცივ გუბერნიებში გადასახლება მიუსაჯა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილს აჯანყებამ ისევ ციხეში მიუსწრო და ჩეკამ სხვებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგის მე-3 კურსის სტუდენტი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო რკინიგზელი მუშის, ძველი სოციალ-დემოკრატის ერთადერთი შვილი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძე იყო ახალგაზრდა მარქსიტთა ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი, მომზადებული მუშაკი, კარგად ცნობილი თბილისის ახალგაზრდობაში, პირველი რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილი საქართველოს დაპყრობიდან მოყოლებული ახალგაზრდების მოძრაობის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე იყო, ფხიზელი, დაუზარელი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ფოკა კეკელიძე იყო 22 წლის, სტუდენტი, ღარიბი გლეხის შვილი, ობლობაში გაზრდილი, ნიჭიერი პოეტი, წერდა ფსევდონიმით ფოთო₾ი, მომზადებული ახალგაზრდა კარგად იყო ცნობილი გურიის ახალგაზრდობაში.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ფოკა კეკელიძემ ციხეში ორჯერ მოიხადა სასჯელის ვადა, მაგრამ ჩეკა მაინც არ ათავისუფლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ციხეში ხანგრძლივი ჯდომითა და გაჭირვებით სრულიად შეერყა. იგი აჯანყების დღეებში დახვრიტეს.