რეგისტრირებული ფაქტები87641
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი მისწერა საფინანსო სექციას რეჯებ ბეგ ნიჯარაძისათვის ყოველთვიურად 500 მანეთის დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი მისწერა საფინანსო სექციას მემედ აბაშიძისთვის ყოველთვიურად 500 მანეთის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ვლადიმერ ჯიბლაძეს 2000 მანეთი გადასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მარტს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი მისწერა საფინანსო სექციას ირაკლი ამირეჯიბისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში გასამგზავრებლად 2000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი მისწერა საფინანსო სექციას, ქონებათა სექციის საქმის მწარმოებლის, ილია ზურაბიშვილისთვის ყოველთვიურად 550 მანეთის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს 8 აპრილს აღმასრულებელმა კომიტეტმა აკაკი ჩხენკელს გადასცა 3000 მანეთი გრიგოლ ვეშაპელისთვის ტრაპიზონში ვიზიტის დასაფინანსებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ იგი წავიდოდა გორის მაზრაში, იქ გამეფებული ანარქიის გამო. გუბერნიის კომისარმა შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოითხოვა მაზრაში ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის დანიშვნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი, რომ თუ რუსეთს არ გამოეყოფა საქართველო, მაშინ ვალდებული გახდება აღიაროს ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთის ჯარი ისე მოექცევა ქართველებს, როგორც აჯანყებულებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; კრებას დაესწრო 43 წევრი და 37 კანდიდატი; პრეზიდიუმის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი და კონსტანტინე მესხი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტრაპიზონში გაგზავნილი დელეგაციის შესახებ. მოლაპარაკების დროს, პირველი საკითხი ეხებოდა ამიერკავკასიას სტატუსის დადგენას, მეორე საკითხი – ბრესტის ზავს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; კრებას დაესწრო 43 წევრი და 37 კანდიდატი; პრეზიდიუმის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი და კონსტანტინე მესხი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტრაპიზონში ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი დელეგაციის შესახებ. მათ განაცხადეს, რომ ამიერკავკასია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არანაირ ანგარიშს არ უწევს ბრესტის ზავს. ოსმალეთის წარმომადგენლებმა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის დამამტკიცებელი საბუთის არარსებობაზე მიუთითეს დელეგაციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; კრებას დაესწრო 43 წევრი და 37 კანდიდატი; პრეზიდიუმის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი და კონსტანტინე მესხი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტრაპიზონში ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი დელეგაციიდ შესახებ, სადაც ოსმალებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ბრესტის ზავის ის ნაწილი აღასრულონ, რომელიც შეეხება ამიერკავკასიის ოსმალეთთან მეგობრული კავშირის დამყარებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სერგო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თათრებს სურთ კონფედერაციული რესპუბლიკის დაარსება, რაც გულისხმობდა სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ დააფიქსირა თავისი ფრაქციის პოზიცია. კერძოდ, ისინი არ ემხრობიან არც წმინდა ფედერაციასა და არც წმინდა კონფედერაციას და მხარს უჭერენ შერეულ კონსტიტუციას, სადაც ორივეს ელემენტი იქნება გათვალისწინებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიალური გადამიჯვნის თაობაზე შექმნილი მცირე კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სომხებიდან გიორგი ხატისოვი, თათრებიდან – შეიხულ ისლამოვი და ქართველებიდან – ალექსანდრე მდივანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შედგენისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ კომისიის დაარსების აუცილებლობაზე, რომელიც შეიმუშავებდა ძირითად დებულებებს და წარუდენდა ეროვნულ საბჭოს.

