რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წელს თბილისში დაიხურა მუსავატელების არალეგალური სტამბა, მესტამბე – ფირუდინ გაჯიევი.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წელს მეტეხის ციხეში იჯდა პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იერემია მუჯირი. მას ორგანიზაციის წევრობისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წელს მეტეხის ციხეში იჯდა პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ქუთათელაძე. მას ორგანიზაციის წევრობისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წელს სოციალ-დემოკრატი დიომიდე მარგალიტაძე ბანდიტიზმის ბრალდებით სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წელს ბათუმში ეჭვის ნიადაგზე დააპატიმრეს ახალგაზრდა მკერავი, სოციალ-დემოკრატი მარო ქიქავა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ივანე ყაზბეგს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1926
ტიპი: გარდაცვალება
ლევან მაღალაშვილი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დაავადებით 1926 წელს. დაკრძალულია იქვე.

