საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87839

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულებაში, რომელსაც ხელს აწერს ნიკოლოზ ჩხეიძე და ნოე ჟორდანია, საბჭოს წევრთა რაოდენობა ორმოცი წარმომადგენლითაა განსაზღვრული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა გიორგი ლასხიშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, იასონ ლორთქიფანიძეს, ვასილ ყიფიანს, კონსტანტინე კანდელაკს, იოსებ ანდრონიკაშვილს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე ქავთარაძეს, კონსტანტინე მესხს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, გიორგი თუმანიშვილს, კონსტანტინე აფხაზს და დიმიტრი ჩოლოყაშვილს, 5 იანვარს 12 საათზე ქონების სააქციო კრებაზე დასწრების შესახებ, სადაც განხილული იქნება კახეთის რკინიგზის საკითხი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას სხდომაზე გიორგი გვაზავამ კომისიის წევრებს გააცნო ფილიპე გოგიჩაიშვილის მოხსენება კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, გამოეთქვათ აზრი, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კომისიის წევრებს გააცნო დეპეშები კახეთის რკინიგზის სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი ქცევის შესახებ და სილიბისტრო ჯიბლაძეს დაავალა დამცველი რაზმის მოწესრიგება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას აუწყა ეროვნული საბჭოს კუთვნილებაში მყოფი რკინიგზის აქციების აზოვის ბანკში დაგირავების შესახებ. კრებაზე განიხილეს აქციების გაყიდვის შესაძლებლობაც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა ისაუბრა რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ რკინიგზის შემოსავალი ვერ ფარავს საექსპლოატაციო ხარჯებს და დეფიციტი უფრო და უფრო მატულობს. მიზეზად მან მცირე შემოსავალი და ხარჯების ზრდა დაასახელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რკინიგზის გამგემ, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ისაუბრა რკინიგზის საქმიანობის არაორგანიზებულობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა კონსტანტინე მესხს, პავლე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძესა და რევაზ გაბაშვილს 28 მარტს ქონებათა სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს, ფილიპე გოგიჩაიშვილს 28 მარტს ქონებათა სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრებაზე გამოითქვა აზრი, რომ კახეთის რკინიგზაზე სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი საქციელის აღმოსაფხვრელად, საბჭოს მხრიდან უნდა დანიშნულიყო კომისარი, რომელიც ხელს შეუწყობდა მართლწესრიგის აღდგენას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამგზავრო ტარიფის გაზრდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და კახეთის რკინიგზის გამგეობას დაავალეს სამგზავრო ტარიფის გაზრდის შესახებ მოხსენების შემუშავება.